Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ article 104 გადახდისუუნარობის მასის განაწილების წესი. 1. მოვალის გაკოტრების შემთხვევაში გადახდისუუნარობის მასა შემდეგი თანამიმდევრობით განაწილდება: ა) გაკოტრების რეჟიმის ხარჯები: ა.ა) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის V თავით გათვალისწინებული პროცესის ხარჯები; ა.ბ) გაკოტრების მმართველის ანაზღაურება; ა.გ) საქმის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯი, მათ შორის, გაკოტრების საქმის წარმოების პროცესში წარმოშობილი შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე ხარჯი, ქონების მართვის ხარჯი, აგრეთვე მმართველის გადაწყვეტილებით შესყიდული სხვადასხვა პროფესიული მომსახურების ხარჯი; ბ) სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანის შემდეგ მოვალის მიმართ წარმოშობილი დავალიანება, მათ შორის, გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შემდეგ წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები; გ) კრედიტორთა ჯგუფები − შემდეგი თანამიმდევრობით: გ.ა) პრეფერენციული მოთხოვნები; გ.ბ) პრეფერენციული საგადასახადო მოთხოვნები; გ.გ) არაუზრუნველყოფილი მოთხოვნები, მათ შორის, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობამდე წარმოშობილი გადასახადების თანხა, რომლებსაც ამ პუნქტის სხვა ქვეპუნქტები არ მოიცავს; |
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ article 104 გ.დ) მოთხოვნები, რომლებიც წარმოშობილია გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობამდე არსებულ ვალდებულებებზე დარიცხული პროცენტებისა და ჯარიმების სახით, ადმინისტრაციული ჯარიმები და ადმინისტრაციული სამართალდარღვევებიდან გამომდინარე სხვა ფულადი ვალდებულებები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად დარიცხული ჯარიმები და საურავები; გ.ე) არაპრივილეგირებული მოთხოვნები; გ.ვ) კორპორაციული ურთიერთობიდან წარმოშობილი ვალდებულებები (დივიდენდის გადახდა, აქციათა გამოსყიდვა, შენატანის დაბრუნება). 2. გადახდისუუნარობის მასა პროპორციულობის პრინციპის დაცვით უნდა განაწილდეს. ყოველი მომდევნო რიგის კრედიტორთა მოთხოვნები დაკმაყოფილდება წინა რიგის კრედიტორთა მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების შემდეგ, თუ სხვა ცვლილება არ არის გათვალისწინებული ყველა კრედიტორის შეთანხმებით, რომლებზედაც ეს ცვლილება გავლენას მოახდენს. 3. საწარმოს გაკოტრების შემდეგ დარჩენილი გაუნაწილებელი თანხა მოვალის პარტნიორებზე მათი წილის პროპორციულად ნაწილდება, თუ მისი წესდებით ან მის პარტნიორთა შორის არსებული შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. |
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ article 104 4. კრედიტორს უფლება აქვს, მოთხოვნაზე ნაწილობრივ უარის თქმის სანაცვლოდ მოითხოვოს თავისი ჯგუფის კრედიტორებთან შედარებით უპირატესი დაკმაყოფილება. ამისთვის საჭიროა ყველა კრედიტორის თანხმობა, რომლებთან თანასწორადაც აღნიშნულ კრედიტორს დაკმაყოფილება უნდა მიეღო, აგრეთვე ყველა კრედიტორის თანხმობა, რომლებთან თანასწორადაც იგი დაკმაყოფილებას ითხოვს. |