FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ

article  50

უცხო ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოსათვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება. ის უცხო ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელთაც სურთ განახორციელონ სამეცნიერო კვლევა საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და კონტინენტურ შელფზე, ვალდებულნი არიან კვლევის დაწყებამდე ექვსი თვით ადრე საქართველოს შესაბამის ორგანოებს მიაწოდონ შემდეგი ინფორმაცია:
    ა) პროექტის მიზანი და ხასიათი;
    ბ) კვლევის მეთოდები და სამეცნიერო ხელსაწყო-მოწყობილობების დასახელება, გემის დასახელება, ტონაჟი, ტიპი და კლასი, სამეცნიერო ხელსაწყო-მოწყობილობების აღწერილობა;
    გ) იმ რაიონების ზუსტი გეოგრაფიული კოორდინატები, სადაც განხორციელდება პროექტი;
    დ) კვლევითი გემების პირველად შემოსვლისა და საბოლოო გასვლის, აგრეთვე მოწყობილობების დამონტაჟებისა და მოხსნის სავარაუდო თარიღები;
    ე) იმ ორგანიზაციის დასახელება, რომელიც ახორციელებს პროექტს, აგრეთვე მისი ხელმძღვანელისა და პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირების მონაცემები;
    ვ) საქართველოს მიერ პროექტში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა;
    ზ) სხვა აუცილებელი მონაცემები.