Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 7
ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ article 3 ჯგუფის/ქვეჯგუფის ფინანსურ კონგლომერატად ცნობის კრიტერიუმები. 1. ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ს.ბ.ა“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის ფინანსურ სექტორში საქმიანობა ჯგუფის/ქვეჯგუფის ძირითად საქმიანობად მიიჩნევა, თუ ჯგუფის/ქვეჯგუფის ფინანსურ სექტორში შემავალი საწარმოების მთლიანი აქტივების ჯამი ჯგუფის მთლიანი აქტივების 40 პროცენტს აჭარბებს. 2. ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ს.ა.გ“ და „ს.ბ.გ“ ქვეპუნქტების მიზნებისთვის ფინანსურ სექტორში შემავალი თითოეული სექტორის მიერ განხორციელებული კონსოლიდირებული ან აგრეგირებული საქმიანობა მნიშვნელოვნად მიიჩნევა, თუ ფინანსური სექტორის გასაშუალოებული მაჩვენებლები აკმაყოფილებს ყველა შემდეგ პირობას: ა) სადაზღვევო სექტორსა და საბანკო და საბროკერო სექტორებში შემავალი საწარმოების აქტივების ჯამი ჯგუფის მთლიან ფინანსურ სექტორში შემავალი საწარმოების აქტივების ჯამის 10 პროცენტს აჭარბებს; ბ) სადაზღვევო სექტორსა და საბანკო და საბროკერო სექტორებში შემავალი საწარმოების კაპიტალის ადეკვატურობის/გადახდისუნარიანობის მარჟის მოთხოვნა ჯგუფის მთლიან ფინანსურ სექტორში შემავალი საწარმოების კაპიტალის ადეკვატურობის/გადახდისუნარიანობის მარჟის მოთხოვნის 10 პროცენტს აჭარბებს. |
ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ article 3 3. ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ს.ა.გ“ და „ს.ბ.გ“ ქვეპუნქტების მიზნებისთვის ფინანსურ სექტორში შემავალი საწარმოების საქმიანობა მნიშვნელოვნად მიიჩნევა იმ შემთხვევაშიც, თუ ჯგუფის უმცირესი ფინანსური სექტორის მთლიანი აქტივები 6 მილიარდი ევროს ლარში ეკვივალენტს გადააჭარბებს. 4. ფინანსური კონგლომერატის უმცირეს ფინანსურ სექტორად მიიჩნევა სექტორი, რომელსაც ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად უმცირესი გასაშუალოებული მაჩვენებლები აქვს, ხოლო უდიდესი ფინანსური სექტორი არის სექტორი უდიდესი გასაშუალოებული მაჩვენებლებით ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. აღნიშნული მაჩვენებლების გამოთვლისთვის საბანკო და საბროკერო სექტორების მაჩვენებლები ერთობლივად უნდა იყოს გათვალისწინებული. ამასთანავე, აქტივების მმართველი კომპანიები უნდა მიეკუთვნონ იმ სექტორს, რომლებსაც ისინი ჯგუფის ფარგლებში ეკუთვნიან, ხოლო თუ აღნიშნული კომპანიები არ ეკუთვნიან არცერთ ფინანსურ სექტორს, ისინი უნდა მიეკუთვნონ ჯგუფის უმცირეს ფინანსურ სექტორს. |
ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ article 3 5. თუ ჯგუფი არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ზღვარს, ან თუ ჯგუფი აკმაყოფილებს აღნიშნულ ზღვარს, მაგრამ მისი უმცირესი ფინანსური სექტორის მთლიანი აქტივები 6 მილიარდი ევროს ლარში ეკვივალენტს არ აჭარბებს, შესაბამისი საზედამხედველო ორგანოების საერთო შეთანხმებით ჯგუფი შეიძლება არ იქნეს ცნობილი ფინანსურ კონგლომერატად ან/და მასზე არ გავრცელდეს ამ კანონის მე-7 და მე-8 მუხლების მოთხოვნები, თუკი შესაბამისი საზედამხედველო ორგანოები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული არ არის აუცილებელი ან შეუსაბამოა/შეცდომაში შემყვანია დამატებითი ზედამხედველობის მიზნებისთვის ან/და რისკზე დაფუძნებული ზედამხედველობის პრინციპებიდან გამომდინარე. აღნიშნული გადაწყვეტილება უნდა გასაჯაროვდეს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა. 6. შესაბამისი საზედამხედველო ორგანოები უფლებამოსილი არიან საერთო შეთანხმებით: |
ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ article 3 ა) ამ კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში რომელიმე საწარმო გამორიცხონ/არ გაითვალისწინონ ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი ზღვრებისა და მაჩვენებლების გამოთვლისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული საწარმო საქართველოდან მესამე სახელმწიფოშია გადატანილი და დასტურდება, რომ მისი ადგილმდებარეობა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებისთვის თავის არიდების გამო შეიცვალა; ბ) დამატებითი საზედამხედველო რეჟიმის უეცარი ცვლილების უარყოფითი ეფექტის შესამსუბუქებლად მომდევნო 3 წლის განმავლობაში უგულებელყონ ჯგუფის ფინანსური კონგლომერატისთვის დადგენილ ზღვრებთან შესაბამისობის მოთხოვნა ჯგუფის სტრუქტურაში მნიშვნელოვანი ცვლილებების გათვალისწინებით; გ) უდიდესი ფინანსური სექტორის გარდა, ნებისმიერი სხვა ფინანსური სექტორიდან გამორიცხონ ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე საწარმოს მონაწილეობა, თუ აღნიშნულ მონაწილეობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჯგუფის ფინანსურ კონგლომერატად ცნობისთვის, თუმცა, საზედამხედველო ორგანოების შეფასებით, დამატებითი ზედამხედველობის მიზნებისთვის ისინი ერთობლივად არ არიან მნიშვნელოვანი. |
ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ article 3 7. ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტების შესაბამისად ჯგუფის/ქვეჯგუფის ფინანსურ კონგლომერატად ცნობის შემთხვევაში შესაბამისი საზედამხედველო ორგანოები ამავე მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას იღებენ კოორდინატორის წერილობითი ინიციატივის საფუძველზე. 8. შესაბამისი საზედამხედველო ორგანოები უფლებამოსილი არიან გამონაკლის შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტების მიზნებისთვის, საერთო შეთანხმებით მთლიანი აქტივების ერთ ან რამდენიმე პარამეტრს დაუმატონ ისეთი კრიტერიუმი ან ეს პარამეტრი ან პარამეტრები ჩაანაცვლონ ისეთი კრიტერიუმით, როგორიცაა: ა) შემოსავლის სტრუქტურა; ბ) არასაბალანსო საქმიანობა (ბალანსგარეშე აქტივები); გ) სამართავად გადაცემული მთლიანი აქტივები. |
ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ article 3 9. კოორდინატორის გადაწყვეტილებით, შესაბამის საზედამხედველო ორგანოებთან შეთანხმებით, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მაჩვენებლები − 40 პროცენტი და 10 პროცენტი, აგრეთვე ჯგუფის უმცირესი ფინანსური სექტორისთვის ამავე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ქვედა ზღვარი − 6 მილიარდი ევროს ლარში ეკვივალენტი საზედამხედველო რეჟიმის უეცარი ცვლილების უარყოფითი ეფექტის შესამსუბუქებლად შეიძლება 3 წლის განმავლობაში შეიცვალოს − შესაბამისად, 35 პროცენტითა და 8 პროცენტით და 5 მილიარდი ევროს ლარში ეკვივალენტით, თუ ფინანსური კონგლომერატის მიმართ უკვე ხორციელდება დამატებითი ზედამხედველობა. კოორდინატორი უფლებამოსილია შესაბამის საზედამხედველო ორგანოებთან შეთანხმებით აღნიშნულ პერიოდში ნებისმიერ დროს შეცვალოს ან გააუქმოს ქვედა ზღვრების უფრო დაბალი ზღვრებით ჩანაცვლების შესახებ გადაწყვეტილება. |
ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ article 3 10. ამ მუხლით გათვალისწინებული, მთლიან აქტივებთან დაკავშირებული გამოთვლები უნდა განხორციელდეს ჯგუფის საწარმოების შესაბამისი მონაცემების აგრეგაციით, მთლიანი აქტივების საფუძველზე, მათი წლიური ანგარიშების მიხედვით. იმ საწარმოების მთლიანი აქტივების გამოთვლისას, რომლებშიც სხვა საწარმოები მონაწილეობენ, გათვალისწინებული უნდა იქნეს მთლიანი აქტივების მოცულობები მათი მონაწილეობის წილის პროპორციულად. კონსოლიდირებული ანგარიშგების ხელმისაწვდომობის შემთხვევაში გამოიყენება კონსოლიდირებული ანგარიშები. ამასთანავე, კაპიტალის/გადახდისუნარიანობის მოთხოვნები დათვლილი უნდა იქნეს სექტორული ზედამხედველობის წესების დაცვით. 11. შესაბამისი საზედამხედველო ორგანოების მიერ ყოველწლიურად ხელახლა უნდა შეფასდეს დამატებითი ზედამხედველობის გამოყენების საკითხი და ამ მუხლით გათვალისწინებული რაოდენობრივი მაჩვენებლები, აგრეთვე უნდა გადაიხედოს ჯგუფების მიმართ გამოყენებული რისკზე დაფუძნებული შეფასებები. |