Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ article 5 ტუბერკულოზის კონტროლის არსი. 1. ტუბერკულოზის კონტროლი გულისხმობს ტუბერკულოზის თავიდან აცილებასთან, დიაგნოსტიკასთან (გამოკვლევასთან) და ტუბერკულოზის შემთხვევის მართვასთან (რომელიც ასევე მოიცავს დიაგნოსტიკას მკურნალობის ეტაპზე) დაკავშირებული ღონისძიებების ერთობლიობას. 2. პაციენტს უფლება აქვს, ისარგებლოს ტუბერკულოზის კონტროლთან დაკავშირებული საშუალებებითა და ღონისძიებებით. 3. ტუბერკულოზის კონტროლი ეფუძნება პაციენტის ძირითადი და სოციალური უფლებების პატივისცემასა და დაცვას. 4. ტუბერკულოზის კონტროლის ღონისძიებების დაგეგმვას, ორგანიზებას, განხორციელებასა და კოორდინაციას უზრუნველყოფს სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში. 5. ტუბერკულოზის კონტროლის ღონისძიებების ორგანიზებასა და განხორციელებაში მონაწილეობენ საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (შემდგომ – ცენტრი) და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ადგილობრივი ერთეული (შემდგომ – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ერთეული). |
ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ article 5 6. ტუბერკულოზის კონტროლის პროცესში მონაწილეობა შეიძლება მიიღოს ადმინისტრაციულმა ორგანომ, აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა, რომელსაც აქვს სათანადო მატერიალურ-ტექნიკური და ადამიანური რესურსები და რომელიც საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს. |