Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ article 20 ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების რეესტრი. 1. სამსახური ვალდებულია შექმნას და აწარმოოს ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების რეესტრი და თავისი ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით საჯარო გახადოს მათ შესახებ ინფორმაცია. 2. თითოეულ ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის განმახორციელებელ სუბიექტს რეესტრში უნდა მიენიჭოს შესაბამისი კოდი. 3. ამ მუხლით გათვალისწინებულ რეესტრში აღნიშნული უნდა იყოს თითოეული ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემები, მის მიერ დაქირავებული აქტივების მმართველი კომპანიის, მზღვეველისა და სპეციალიზებული დეპოზიტარის სახელწოდებები, ინფორმაცია ცვლილებების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე ინფორმაცია შესაბამისი სუბიექტის მიმართ ლიკვიდაციის ან საქმიანობის შეწყვეტის ნებისმიერი ფორმის მიმდინარეობის თაობაზე და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ინფორმაცია. 4. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რეგისტრაციისას დაეყრდნოს სამსახურის მიერ წარმოებულ ამ მუხლით გათვალისწინებულ რეესტრს. |