FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საერთაშორისო დაცვის შესახებ

article  51

ჰუმანიტარული ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლები.
1. პირს შეუწყდება ჰუმანიტარული ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსი, თუ:
    ა) მან მოიპოვა საქართველოს მოქალაქეობა;
    ბ) მან მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და სარგებლობს ამ ქვეყნის მფარველობით;
    გ) იგი ნებაყოფლობით დამკვიდრდა იმ ქვეყანაში, რომელიც დატოვა ან რომლის ფარგლების გარეთაც იმყოფებოდა სერიოზული ზიანის გამო;
    დ) მას არ შეუძლია უარი თქვას თავისი წარმოშობის ქვეყნის მფარველობაზე, რადგანაც აღარ არსებობს გარემოებები, რომელთა გამოც მას მიენიჭა ჰუმანიტარული ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსი;
    ე) მას მიენიჭა ლტოლვილის სტატუსი;
    ვ) იგი მიმართავს სამინისტროს ჰუმანიტარული ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსის შეწყვეტის შესახებ განცხადებით;
    ზ) ვერ ხერხდება ამ კანონის 35-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით მასთან დაკავშირება, ამასთანავე, მან გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი;
    თ) იგი გარდაიცვალა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი არ ვრცელდება ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე, თუ, ადრინდელი დევნის გათვალისწინებით, მას შეუძლია წარადგინოს წარმოშობის ქვეყნის მფარველობით სარგებლობაზე უარის თქმის დასაბუთებული მიზეზი.
საერთაშორისო დაცვის შესახებ

article  51

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჰუმანიტარული ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსი შეწყდება ბინადრობის მოწმობის ვადის გასვლიდან 6 თვის შემდეგ.
4. პირისათვის მინიჭებული ჰუმანიტარული ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსის შეწყვეტა ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე გაცემული ბინადრობის მოწმობისა და სამგზავრო პასპორტის და დროებითი დაცვის ქვეშ მყოფ პირზე გაცემული დროებითი ბინადრობის მოწმობის გაუქმების საფუძველია.