Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 5
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 160 საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობის ზედამხედველობა. 1. პარლამენტი საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით აკონტროლებს საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს ეროვნული ბანკის უმაღლეს თანამდებობის პირთა საქმიანობას. 2. საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველწლიურად, საფინანსო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 4 თვისა, პარლამენტს წარუდგენს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-60 და 61-ე მუხლებით გათვალისწინებულ საქმიანობის ანგარიშსა და ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის განხორციელების შესახებ ანგარიშს. ამ ანგარიშებს პარლამენტი განიხილავს და ამტკიცებს დადგენილებით. 3. საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში პარლამენტი იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობის შეფასების შესახებ. 4. ახალი საფინანსო წლის დაწყებამდე, არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა, საქართველოს ეროვნული ბანკი პარლამენტს წარუდგენს მომავალი სამი წლის მონეტარული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტს. |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 160 5. მონეტარული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტს, როგორც წესი, განიხილავს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ან/და განიხილავენ ეკონომიკური პროფილის კომიტეტები და ამზადებს/ამზადებენ შესაბამის დასკვნას/დასკვნებს. კომიტეტი უფლებამოსილია აუცილებლობის შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკისგან, საქართველოს მთავრობისგან, საქართველოს სამინისტროებისგან, სხვა უწყებებისგან, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა დაწესებულებებისგან მოითხოვოს და მიიღოს საჭირო ინფორმაცია. 6. პარლამენტი მონეტარული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტს განიხილავს კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისთვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით. 7. პარლამენტი მონეტარული პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს მიმდინარე წლის ბოლომდე დადგენილებით ამტკიცებს. 8. პარლამენტი უფლებამოსილია საფინანსო წლის განმავლობაში საჭიროებისამებრ მოსთხოვოს საქართველოს ეროვნულ ბანკს ინფორმაცია მონეტარული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ პარლამენტის დადგენილების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე. საქართველოს ეროვნული ბანკი ვალდებულია პარლამენტის მიერ განსაზღვრულ ვადაში წარადგინოს ინფორმაცია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 160 9. საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშგების გარე აუდიტის განსახორციელებლად პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი პარლამენტს არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა წარუდგენს მსოფლიოს 4 ყველაზე მსხვილი აუდიტორული ფირმის სიას, ხოლო პარლამენტი ამ სიიდან არაუგვიანეს 1 დეკემბრისა, ტენდერის ან კონკურსის საფუძველზე აირჩევს 1 აუდიტორულ ფირმას (გარე აუდიტორს). ამ აუდიტორულ ფირმასთან კონტრაქტი ფორმდება არაუმეტეს 3 წლის ვადით. შერჩეულ აუდიტორულ ფირმას შესაძლებლობა ექნება, უწყვეტად მხოლოდ სამჯერ განახორციელოს წლიური ფინანსური ანგარიშგების აუდიტირება. საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშგების გარე აუდიტის ხარჯებს ანაზღაურებს საქართველოს ეროვნული ბანკი. |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 160 10. პარლამენტის მიერ აუდიტორული ფირმის შესარჩევად პარლამენტის თავმჯდომარეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შესაბამისი წარდგინებით გათვალისწინებული საკითხი შეაქვს პარლამენტის ბიუროს უახლოესი სხდომის დღის წესრიგში. აუდიტორული ფირმის შერჩევის ფორმის (ტენდერი/კონკურსი), სატენდერო/საკონკურსო კომისიის შემადგენლობისა და ტენდერის/კონკურსის ჩატარების ვადების განსაზღვრის უზრუნველსაყოფად პარლამენტის ბიურო აღნიშნულ საკითხს განსახილველად გადასცემს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ამ საკითხს 2 კვირის განმავლობაში განიხილავს. 11. თუ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ პარლამენტმა აუდიტორული ფირმა ტენდერის საფუძველზე შეარჩიოს, იგი მიღებულ გადაწყვეტილებას შესაბამისი დადგენილების პროექტთან ერთად წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიუროს აღნიშნული საკითხი შეაქვს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში. პარლამენტი დადგენილებით ამტკიცებს სატენდერო კომისიის შემადგენლობას. სატენდერო პირობებს, მოთხოვნებს, წესებს და სატენდერო კომისიის დებულებას პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის ბიურო. |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 160 12. თუ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ პარლამენტმა აუდიტორული ფირმა კონკურსის საფუძველზე შეარჩიოს, იგი მიღებულ გადაწყვეტილებას შესაბამისი დადგენილების პროექტთან ერთად წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის დადგენილების პროექტში განსაზღვრული უნდა იყოს საკონკურსო კომისიის შემადგენლობა (არაუმეტეს 9 წევრისა), საკონკურსო კომისიის დებულების შემუშავებისა და დამტკიცების საკითხები, პარლამენტის სახელით განსახორციელებელი ღონისძიებები და კონკურსის შედეგად გამოვლენილი აუდიტორული ფირმის პარლამენტისთვის წარდგენის ვადა. |