Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
დაზღვევის შესახებ article 16 მზღვეველის გადახდისუნარიანობის გარანტიები. 1. მზღვეველი თავისი გადახდისუნარიანობის უზრუნველსაყოფად ვალდებულია დაიცვას ამ კანონით განსაზღვრული ეკონომიკური ნორმატივები და ლიმიტები, რომელთა თანაფარდობის მეთოდიკასა და ნორმატიულ მოცულობას ადგენს სამსახური. 2. მზღვეველმა რეზერვების დასაფარავად დასაშვები აქტივები უნდა შეარჩიოს დივერსიფიკაციის, დაბრუნებადობის, სარგებლიანობისა და ლიკვიდურობის პირობებით. |
დაზღვევის შესახებ article 16 მზღვეველის გადახდისუნარიანობის გარანტიები. . 1. სადაზღვევო ბროკერის ფინანსური სიმყარის უზრუნველყოფის საფუძველია მისი კაპიტალი/საგარანტიო ფონდი და პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა. 2. სადაზღვევო ბროკერი ვალდებულია დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე ფლობდეს სამსახურის მიერ დადგენილი კაპიტალის/საგარანტიო ფონდის მინიმალურ ოდენობას. ეს ფულადი სახსრები დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე უწყვეტად, არანაკლებ 1-წლიანი პერიოდულობით, განთავსებული უნდა იყოს საქართველოში ლიცენზირებულ საბანკო დაწესებულებაში (საბანკო დაწესებულებებში) ამ მიზნით გახსნილ განცალკევებულ ანგარიშზე (ანგარიშებზე). 3. სადაზღვევო ბროკერი ვალდებულია დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე ფლობდეს სამსახურის მიერ დადგენილი წესით (მათ შორის, ლიმიტები, დაზღვევის პირობები) პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევას. |
დაზღვევის შესახებ article 16 4. სადაზღვევო ბროკერი ვალდებულია დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობის განხორციელებისას განცალკევებულად აწარმოოს საკუთარი ანგარიში და მომხმარებლის ანგარიში საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკში ამ მიზნით გახსნილ განცალკევებულ ანგარიშზე. დაუშვებელია მომხმარებლის ანგარიშზე არსებული თანხის გამოყენება, გარდა მისი მზღვეველისთვის სადაზღვევო პრემიის სახით გადაცემისა და დაზღვეულისთვის სადაზღვევო ანაზღაურების სახით გადაცემისა. ამ ანგარიშზე აკუმულირებული სახსრები სამეურვეო ქონებაში არ შედის და არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა კრედიტორის დასაკმაყოფილებლად. ამასთანავე, აღნიშნული ანგარიშის მიმართ არ უნდა იქნეს გამოყენებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უზრუნველყოფის საშუალება და ღონისძიება. 5. სადაზღვევო ბროკერი ვალდებულია ყოველი კალენდარული წლის დასრულებიდან მომდევნო კალენდარული წლის 15 აპრილამდე სამსახურს წარუდგინოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მომზადებული წინა წლის აუდიტირებული წლიური ფინანსური ანგარიშგება. |