FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

article  64

ეროვნული ბანკის უპირატესი და უპირობო უფლება.
1. ეროვნულ ბანკს აქვს უპირატესი და უპირობო უფლება, დაიკმაყოფილოს ნებისმიერი მოთხოვნა დაფარვის ვადის დადგომისას მოვალის ანგარიშებზე არსებული სახსრების, სალაროს ნაშთების ან მოვალის საკუთრებაში არსებული მატერიალური აქტივების ხარჯზე. აღნიშნული წესიდან გამონაკლისია ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეზერვების ანგარიშზე არსებული სახსრები.
2. ეროვნულ ბანკს შეუძლია ისარგებლოს არსებული სახსრების თავის ანგარიშზე ჩარიცხვის უპირატესი უფლებით და სხვა აქტივების აუქციონზე გაყიდვის გზით აწარმოოს ამონაგები თანხებიდან კუთვნილი თანხების დაკავება გაყიდვასთან დაკავშირებული ხარჯების გამოკლების შემდეგ. აუქციონის ჩატარების წესებს ადგენს ეროვნული ბანკი. აუქციონის არშემდგარად გამოცხადების შემთხვევაში ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, მოთხოვნა დაიკმაყოფილოს ქონების პირდაპირ საკუთრებაში მიღებით. შესაბამისი ორგანოები ვალდებული არიან, ეროვნულ ბანკს მისცენ ასეთ ქონებაზე საკუთრების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებები შეიძლება არ იქნეს გამოყენებული ერთ-ერთ შემდეგ შემთხვევაში:
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

article  64

1. ეროვნულმა ბანკმა შესაბამისი სამართლებრივი აქტით საფინანსო სექტორის წარმომადგენელსა და სესხის გამცემ სუბიექტს შეიძლება დაუდგინოს:
    ა) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-4 ნაწილით, მე-5 ნაწილით (გარდა საპროცენტო სარგებლისა), მე-7 ნაწილითა და მე-8 ნაწილით (წინსწრებით დაფარვის საკომისიოსთვის) და 868-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულისგან განსხვავებული წესები;
    ბ) სესხის/საბანკო კრედიტის გაცემისას ან სახსრების მოზიდვისას  მომხმარებლის უფლებების დაცვის (მათ შორის, მომხმარებლის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმისა და მომხმარებლისთვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების) წესი;
    გ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მე-300 მუხლის 2​-2 ნაწილით გათვალისწინებულისგან განსხვავებული წესები ან/და დამატებითი წესები.
2. ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვას  (შესრულებას) უზრუნველყოფს ეროვნული ბანკი. ამ მიზნით ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოსცეს სამართლებრივი აქტები, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები, გასცეს წერილობითი მითითებები, დააწესოს დამატებითი მოთხოვნები, შესაბამისი შეზღუდვები, გამოიყენოს საზედამხედველო ზომები ან/და სანქციები.
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

article  64

ა) ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით ლიკვიდაციის ან დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმში მყოფი ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტის, აგრეთვე რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის მიმართ;
    ბ) ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, ამ კანონის 48-ე მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებული თანხის ფარგლებში, ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტის ლიკვიდაციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის.