Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ article 5 საქართველოს მოქალაქის პასპორტი. 1. საქართველოს მოქალაქე საქართველოდან დროებით გადის და საქართველოში შემოდის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად გაცემული საქართველოს მოქალაქის პასპორტით, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობითა და პასპორტის შემცვლელი სხვა სამგზავრო დოკუმენტებით. 3. პასპორტი საქართველოს კუთვნილებაა. 4. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად შეიძლება გაიცეს პასპორტის შემცვლელი სხვა სამგზავრო დოკუმენტი. 5. საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა გაიცემა საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქის, აგრეთვე იმ პირთა საქართველოში დაბრუნების მიზნით, რომელთა მიღების ვალდებულებაც საქართველოს ნაკისრი აქვს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით. 6. საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაფორმებისა და გაცემის წესს ადგენს საქართველოს კანონმდებლობა. |