FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  144

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის ფორმირება.
1. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მომავალი წლის ბიუჯეტის საქართველოს მთავრობისთვის წარდგენას უზრუნველყოფს პარლამენტი.
2. გენერალური აუდიტორი პარლამენტს 1 მაისამდე წარუდგენს მომავალი წლის საბიუჯეტო განაცხადს ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვისა და მუშაკთა ზღვრული ოდენობის შესახებ.
3. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი არაუგვიანეს 1 ივნისისა განიხილავს წარდგენილ საბიუჯეტო განაცხადს, იღებს გადაწყვეტილებას და მას განსახილველად გადასცემს პარლამენტს. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის განხილვისას ამ პროექტის დარიგება სავალდებულოა.
4. პარლამენტის მიერ განხილვის შემდეგ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტი არაუგვიანეს 15 ივნისისა წარედგინება საქართველოს მთავრობას სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტში გასათვალისწინებლად.
5. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხარჯების ზღვრული მოცულობის დამტკიცებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ იგი არ უნდა იყოს წინა საბიუჯეტო წელს დამტკიცებულ მოცულობაზე ნაკლები. ამასთანავე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიმდინარე ხარჯების შემცირება წინა წლის საბიუჯეტო სახსრებთან შედარებით შეიძლება მხოლოდ პარლამენტის ბიუროს წინასწარი თანხმობით.