Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ article 9 საქართველოს კანონმდებლობის ანალიზი. 1. ბიზნესომბუდსმენი საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული პირის/პირების მიმართვის საფუძველზე აანალიზებს საქართველოს კანონმდებლობას და ნორმატიული აქტების პროექტებს. 2. ბიზნესომბუდსმენი უფლებამოსილია მიიღოს ზეპირი და წერილობითი განმარტებები იმ ადმინისტრაციული ორგანოსგან, რომელიც ნორმატიული აქტის პროექტს ამზადებს. 3. ნორმატიულ აქტში ან ნორმატიული აქტის პროექტში ისეთი ნორმის არსებობისას, რომელმაც შესაძლოა დაარღვიოს პირის უფლება, ბიზნესომბუდსმენი შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს დასკვნას წარუდგენს. 4. ბიზნესომბუდსმენის დასკვნა უნდა შეიცავდეს ნორმატიული აქტის/ნორმატიული აქტის პროექტის დასახელებას და იმ საფუძველს, რომელზე დაყრდნობითაც ბიზნესომბუდსმენს მიაჩნია, რომ ნორმატიული აქტის/ნორმატიული აქტის პროექტის არსებული რედაქცია პირის უფლებას არღვევს. 5. ბიზნესომბუდსმენი უფლებამოსილია საქართველოს მთავრობას და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგინოს წინადადებები საქართველოს კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით. |