Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 75 გამანაწილებელი ქსელის განვითარება და საინვესტიციო გადაწყვეტილებები. 1. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით უსაფრთხო, საიმედო, უწყვეტი და ხარისხიანი მიწოდების უზრუნველსაყოფად შეიმუშავებს გამანაწილებელი ქსელის განვითარებისა და ინვესტიციების გეგმას. გამანაწილებელი ქსელის განვითარებისა და ინვესტიციების გეგმის შემუშავებისას გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ითვალისწინებს გარემოს დაცვასთან, ენერგოეფექტურობასთან, განახლებადი ენერგიის განვითარების ხელშეწყობასა და მოთხოვნის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს. 2. გამანაწილებელი ქსელის განვითარებისა და ინვესტიციების გეგმა მზადდება გადამცემი ქსელისა და გამანაწილებელი ქსელის წესების, აგრეთვე გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ სისტემასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ინფორმაციისა და ფიზიკურ დაგეგმვასთან დაკავშირებული ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების შესაბამისად. 3. გამანაწილებელი ქსელის განვითარებისა და ინვესტიციების გეგმა, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს: ა) გამანაწილებელი ქსელის არსებული ინფრასტრუქტურის, მისი მდგომარეობის, დატვირთვის ხარისხობრივი მაჩვენებლის დეტალურ აღწერილობას, აგრეთვე შესაბამისი გეგმით გათვალისწინებულ დროის პერიოდში ასაშენებელი ძირითადი ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაციას; |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 75 ბ) სიმძლავრესთან დაკავშირებული საჭიროების შეფასებას, მათ შორის, საპროგნოზო მოთხოვნასა და მიწოდებას; გ) წარმოების, მათ შორის, განახლებადი ენერგიის წყაროების მეშვეობით წარმოების, „ჭკვიანი“ მრიცხველების განვითარების შესაძლო სცენარებს, აგრეთვე ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებლად მისაღებ ზომებს; დ) ელექტროენერგიაზე ან ბუნებრივ გაზზე საპროგნოზო მოთხოვნის ან/და მიწოდების დაკმაყოფილების მიზნით გამოსაყენებელი საშუალებებისა და განსახორციელებელი ინვესტიციების დეტალურ აღწერას, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში გამანაწილებელი ქსელის ახალი ნაწილების მშენებლობას ან/და არსებული ქსელის გაუმჯობესებას, გამანაწილებელ ქსელებთან სათანადო მიერთების უზრუნველსაყოფად ურთიერთდამაკავშირებლების გაუმჯობესებას ან მშენებლობას, აგრეთვე ინფორმაციას იმ აუცილებელი ინვესტიციების შესახებ, რომელთა განხორციელებაზედაც მიღებულია გადაწყვეტილება, მომდევნო 3 წლის განმავლობაში განსახორციელებელი, დამტკიცებული სამუშაოებისა და ინვესტიციების დეტალურ აღწერასა და შესაბამისი პროექტების განხორციელების გრაფიკს; ე) ხარისხის სამიზნე მაჩვენებლებს, გამანაწილებელ ქსელში წყვეტების ხანგრძლივობისა და მომსახურების ხარისხის ჩათვლით, აგრეთვე ხარისხის კონტროლისა და მონაცემთა გაცვლის მოწყობილობებში შესაძლო ინვესტიციებს; |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 75 ვ) მოქმედ და სამომავლოდ განსახორციელებელ გარემოსდაცვით პოლიტიკას გამანაწილებელი ქსელისა და დაკავშირებული მოწყობილობების დაგეგმილ განვითარებასთან მიმართებით; ზ) ქსელის მოვლა-პატრონობის პოლიტიკის აღწერას, რომლის განხორციელებითაც უზრუნველყოფილი უნდა იქნეს არსებული გამანაწილებელი ქსელისა და მასთან დაკავშირებული მოწყობილობების ეფექტიანობა, უსაფრთხოება და ხელმისაწვდომობა; თ) წინა კალენდარული წლის განმავლობაში ან შესაბამის შემთხვევაში დროის სხვა, განსაზღვრულ მონაკვეთში განხორციელებული გადაუდებელი მოქმედებების ჩამონათვალს; ი) „ჭკვიანი“ ქსელის და საჭიროების შემთხვევაში „ჭკვიანი“ აღრიცხვის სისტემების გამოყენების თაობაზე ჩატარებული კვლევებისა და მათი შედეგებს შესახებ ინფორმაციას; კ) გამანაწილებელი სისტემის ეფექტიანი ოპერირებისა და მართვისთვის საჭირო სხვა ინფორმაციას ამ კანონითა და გამანაწილებელი ქსელის წესებით დადგენილი მოთხოვნების დაცვით. 4. გამანაწილებელი ქსელის განვითარებისა და ინვესტიციების გეგმას ხუთწლიანი პერიოდისთვის შეიმუშავებს და ყოველწლიურად, მომდევნო ხუთი წლისთვის განაახლებს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი. |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 75 5. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი შესაბამის გადამცემი სისტემის ოპერატორთან კონსულტაციების შემდეგ განვითარებისა და ინვესტიციების შეთავაზებულ გეგმას დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიას. კომისია წარდგენილ გეგმასთან დაკავშირებით კონსულტაციებს მართავს შესაბამის უწყებებთან, ენერგეტიკულ საწარმოებსა და არსებულ ან პოტენციურ სისტემით მოსარგებლეებთან. კონსულტაციების შედეგები ქვეყნდება კომისიის ვებგვერდზე. კომისია ამოწმებს, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ დაგეგმილი ინვესტიციები საკმარისია თუ არა დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების გავლის შედეგად გამოვლენილი ყველა საჭიროების დასაკმაყოფილებლად. 6. თუ კომისია მიიჩნევს, რომ გამანაწილებელი ქსელის განვითარებისა და ინვესტიციების წარდგენილი გეგმა არ იძლევა გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ თავისი ამოცანებისა და ფუნქციების ჯეროვნად შესრულების შესაძლებლობას, იგი უფლებამოსილია გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს მოსთხოვოს გამანაწილებელი ქსელის განვითარებისა და ინვესტიციების გეგმაში კონკრეტული ცვლილებების შეტანა და ამ მიზნით განუსაზღვროს გონივრული ვადა. 7. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი გადამცემი სისტემის ოპერატორს ყოველწლიურად აწვდის კომისიის მიერ დამტკიცებულ გამანაწილებელი ქსელის განვითარებისა და ინვესტიციების გეგმას. |