FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ

article  2

ტერმინთა განმარტება. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
    ა) კერძო დაცვითი საქმიანობა (შემდგომ – დაცვითი საქმიანობა) – ლიცენზირებადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება სახელშეკრულებო საფუძველზე და რომელიც: ა.ა) მიმართულია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, უძრავი ან მოძრავი ნივთის (მათ შორის, მოძრავი ნივთის ტრანსპორტირების), აგრეთვე ცალკეული ღონისძიების უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და დაცვისაკენ; ა.ბ) მოიცავს დაცვითი ტექნიკური საშუალებების დაპროექტებას, მონტაჟსა და ექსპლოატაციას;
    ბ) დაცვის ობიექტი – ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, უძრავი ან მოძრავი ნივთი, ცალკეული ღონისძიება, რომლის დაცვასაც უზრუნველყოფს კერძო დაცვითი ორგანიზაცია;
    გ) კერძო დაცვითი ორგანიზაცია (შემდგომ – დაცვითი ორგანიზაცია) – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული, დაცვითი საქმიანობის განმახორციელებელი სამეწარმეო იურიდიული პირი, რომელსაც აქვს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ კანონით განსაზღვრული შესაბამისი საქმიანობის ლიცენზია;
    დ) დამკვეთი – ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, რომელიც დაცვით ორგანიზაციას გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე უკვეთავს ობიექტის დაცვას;
კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ

article  2

ე) დაცვა – ღონისძიებების ერთობლიობა, რომელიც მიმართულია დაცვის ობიექტის შესაძლო ხელყოფის საფრთხეების აღმოჩენისა და აღმოფხვრისაკენ;
    ვ) დაცვითი ტექნიკური საშუალებები – დაცვის ობიექტის თვალთვალის ტექნიკური საშუალებები ან/და საგანგაშო სიგნალიზაციის მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს ობიექტის დაცვას;
    ზ) მცველი – 18 წელს მიღწეული, ქმედუნარიანი ფიზიკური პირი, რომელიც დაცვით ორგანიზაციასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს ობიექტის დაცვას და რომელზედაც გაცემულია მცველის მოწმობა;
    თ) კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზია (შემდგომ – ლიცენზია) – დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რომელიმე დაცვითი საქმიანობის განხორციელების უფლებას;
კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ

article  2

ი) შეტყობინება – მონაცემები, რომლებიც ელექტრონული ფორმით იგზავნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის (შემდგომ − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“) პორტალზე და რომლებიც ადასტურებს ცალკეული უძრავი ნივთების, ღონისძიებების ან ფიზიკური პირების (მათ შორის, ფიზიკურ პირთა ჯგუფის) დაცვის, ცალკეულ ობიექტებზე დაცვითი ტექნიკური საშუალებების დაპროექტების, დამონტაჟებისა და ექსპლუატაციის განხორციელების ფაქტს. აღნიშნულ პორტალზე ხარვეზის არსებობის შემთხვევაში შეტყობინება იგზავნება წერილობით;
    კ) ლიცენზიის გამცემი − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“;
    ლ) ლიცენზიის მაძიებელი – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირი, რომელსაც სურს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ კანონით განსაზღვრული შესაბამისი საქმიანობის ლიცენზიის აღება; მ) იარაღი – გაზის (აირის) იარაღი, ცივი იარაღი, ელექტროშოკური მოწყობილობა;
კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ

article  2

ნ) სპეციალური საშუალებები – ხელბორკილი ან შებორკვის სხვა საშუალება, რეზინის ხელკეტი, ცრემლსადენი გაზი, დაბრკოლების დამანგრეველი საშუალება, სატრანსპორტო საშუალება, წყალსატყორცნი, სასამსახურო ძაღლი;
    ო) უძრავი ნივთი – საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 149-ე მუხლით განსაზღვრული უძრავი ნივთი, ხაზობრივი ნაგებობა, მშენებარე ობიექტი. საქართველოს 2025 წლის 4 აპრილის კანონი №453 – ვებგვერდი, 10.04.2025წ.