Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 5
პროკურატურის შესახებ article 15 გენერალური პროკურორი. 1. საქართველოს პროკურატურას ხელმძღვანელობს გენერალური პროკურორი. 2. გენერალური პროკურორი: ა) თანამდებობაზე ნიშნავს, აწინაურებს, ათავისუფლებს და პროკურატურიდან ითხოვს პროკურატურის თანამშრომლებს; ბ) განსაზღვრავს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილისა და მოადგილის უფლებამოსილებებს; გ) გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; დ) ახდენს ცალკეულ უფლებამოსილებათა დელეგირებას; ე) ქმნის და აუქმებს პროკურატურის ორგანოებს, მის სტრუქტურულ დანაყოფებს, განსაზღვრავს მათ სამოქმედო ტერიტორიას, საშტატო ნუსხასა და უფლებამოსილებებს; ვ) პასუხისმგებელია პროკურატურის საქმიანობაზე; ზ) საქართველოს ხელისუფლების ორგანოებში, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა სახელმწიფოების სამართალდამცავ სტრუქტურებთან ურთიერთობებში წარმოადგენს პროკურატურას და საჭიროების შემთხვევაში ანიჭებს პროკურატურის წარმომადგენლობის უფლებამოსილებას; თ) სისხლის სამართლის პოლიტიკიდან გამომდინარე, განსაზღვრავს და ამტკიცებს მის სახელმძღვანელო პრინციპებს; |
პროკურატურის შესახებ article 15 ი) კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს მთავრობის სხვა წევრის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, საქართველოს სახალხო დამცველის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის, გენერალური აუდიტორის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და დესპანის, თანამდებობაზე მყოფი უმაღლესი სამხედრო წოდების ან უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე ოფიცრის ან მასთან გათანაბრებული პირის, პროკურორის, პროკურატურის გამომძიებლის, პროკურატურის მრჩევლის ან პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის მიერ დანაშაულის ჩადენისას; კ) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში ატარებს სხვა საპროცესო მოქმედებებს; ლ) განიხილავს საჩივრებსა და განცხადებებს; მ) განსაზღვრავს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიულ საგამოძიებო ქვემდებარეობას; |
პროკურატურის შესახებ article 15 უ) გამოყოფილი შრომის ანაზღაურების ფონდის ფარგლებში განსაზღვრავს საშტატო ნუსხას, საშტატო ერთეულების რაოდენობას და პროკურატურის თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობას; ფ) აჯილდოებს პროკურატურის თანამშრომლებს; ქ) შეიმუშავებს წინადადებებს პროკურატურის დაფინანსებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ და მათ საქართველოს მთავრობას წარუდგენს; ღ) ამტკიცებს პროკურატურის საქმიანობის სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას; ყ) უზრუნველყოფს სტატისტიკურ ანგარიშგებას, ორგანიზებას უწევს საპროკურორო და საგამოძიებო პრაქტიკის განზოგადებას, ხელს უწყობს კრიმინოლოგიური კვლევების ჩატარებას და მეცნიერულ-ტექნიკური სიახლეების ადაპტირებისა და დანერგვის პროცესს; შ) ამტკიცებს პროკურატურის თანამშრომელთა მიღების, კონკურსის, შიდა კონკურსის, დაწინაურების, დაქვეითების, თანამდებობრივი გადაადგილების (როტაციის), რეორგანიზაციის, შტატების შემცირების, რანგირების წესებსა და პროკურორთა/პროკურატურის გამომძიებელთა შეფასების სისტემას; ჩ) ამტკიცებს საკონკურსო მოთხოვნებს, განსაზღვრავს მისი ჩატარების წესს; ც) განსაზღვრავს სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესს; ძ) განსაზღვრავს პროკურატურის საინფორმაციო პოლიტიკას; წ) განსაზღვრავს ინფორმაციული უსაფრთხოების შესაბამის ზომებს და ელექტრონული სისტემების წარმოების წესს; |
პროკურატურის შესახებ article 15 ჭ) უზრუნველყოფს საპროკურორო საბჭოსთვის და საქართველოს პარლამენტისთვის პროკურატურის საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენას უშუალოდ, ხოლო კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში − გენერალური პროკურორის, მისი პირველი მოადგილის ან მოადგილის მეშვეობით; ხ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. გენერალური პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად. 4. გენერალური პროკურორის საქმიანობაში უკანონო ჩარევა დაუშვებელია. 5. სახელმწიფო ვალდებულია გენერალური პროკურორის პირადი და ქონებრივი უსაფრთხოების დასაცავად მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები. |
პროკურატურის შესახებ article 15 ნ) აუქმებს ქვემდგომი პროკურორების მიერ გამოცემულ კანონსაწინააღმდეგო აქტებს; ო) ნიშნავს სპეციალურად უფლებამოსილ პროკურორს, რომელსაც სასამართლოში შეაქვს განცხადება ორგანიზაციის ტერორისტულ ორგანიზაციად ცნობის შესახებ; ო-1) ნიშნავს ან განსაზღვრავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს; პ) მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით საქართველოს პროკურატურის უფლებამოსილების შესახებ დავის თაობაზე; ჟ) იწვევს და თავმჯდომარეობს საქართველოს პროკურორთა კონფერენციას; რ) პროკურატურის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით ქმნის სათათბირო ორგანოებს, განსაზღვრავს მათი საქმიანობის წესს; ს) ამტკიცებს პროკურატურის თანამშრომელთა ეთიკის კოდექსს და წყვეტს პროკურატურის თანამშრომლის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების საკითხს, გარდა ამ კანონით დადგენილი გამონაკლისისა; ტ) განსაზღვრავს პროკურატურის თანამშრომლებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესს, ანიჭებს და ჩამოართმევს სახელმწიფო სპეციალურ წოდებებს, აგრეთვე წარადგენს მათ საპატიო წოდებებისა და საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების მისანიჭებლად; ტ-1) პროკურორს, პროკურატურის გამომძიებელს ანიჭებს რანგს, აწინაურებს რანგში, აქვეითებს რანგში ან უცვლელად ტოვებს რანგში; |