Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 11
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 3 ძ) სპეციფიკური საჭიროების მქონე პირი – არასრულწლოვანი, თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანი, ხანდაზმული პირი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ორსული ქალი, მარტოხელა მშობელი, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი, ფსიქიკური აშლილობის მქონე პირი, წამების მსხვერპლი, გაუპატიურების მსხვერპლი, სხვა ფსიქოლოგიური, ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი; წ) მიმღები ცენტრი – თავშესაფრის მაძიებელთა დროებითი განთავსების ადგილი; ჭ) დროებითი განთავსების ცენტრი – ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძვლის არსებობისას უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა/თავშესაფრის მაძიებელთა დროებითი განთავსების ადგილი; ხ) ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტი – „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენციის 28-ე მუხლით განსაზღვრული დოკუმენტი; ჯ) სამგზავრო პასპორტი – დამატებითი დაცვის მქონე პირის სამგზავრო დოკუმენტი; ჰ) დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა – „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ს“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტი; |
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 3 ჰ-1) თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანი – არასრულწლოვანი, რომელმაც საქართველოს სახელმწიფო საზღვარი მშობლის/მშობლების ან მასზე პასუხისმგებელი სხვა სრულწლოვანი პირის/მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის თანხლების გარეშე გადმოკვეთა და რომლის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის მომენტისთვის მისი მშობელი/მშობლები ან მასზე პასუხისმგებელი სხვა სრულწლოვანი პირი/მეურვე/მზრუნველი/მხარდამჭერი მის წარმომადგენლობას არ ახორციელებს/არ ახორციელებენ, აგრეთვე არასრულწლოვანი, რომელიც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ მშობლების ან მასზე პასუხისმგებელი სხვა სრულწლოვანი პირის/მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის გარეშე აღმოჩნდა; ჰ-2) მინისტრი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი; ჰ-3) მონაცემთა ბაზა – უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა, თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა შესახებ მონაცემთა ბაზა, რომლის ადმინისტრირებასაც ახორციელებს სამინისტრო; ჰ-4) ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებები – ამ კანონის X თავით განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოები. |
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 3 ტერმინთა განმარტება. ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სამინისტრო – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; ბ) საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა – უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნისას სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში საერთაშორისო დაცვის მიღების ნების პირდაპირ ან არაპირდაპირ, ზეპირად ან წერილობით გამოხატვა, გარდა ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა; |
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 3 გ) თავშესაფრის პროცედურა – სამართლებრივი პროცესი, რომელიც მოიცავს ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების მიერ განხორციელებულ ქმედებებს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის მომენტიდან საერთაშორისო დაცვის მინიჭების ან საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, ხოლო აღნიშნული გადაწყვეტილების ამ კანონით დადგენილი წესით გასაჩივრების შემთხვევაში − შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე; აგრეთვე სამართლებრივი პროცესი, რომელიც მოიცავს ამ კანონის შესაბამისად განხორციელებულ ქმედებებს საერთაშორისო დაცვის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის ანდა დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელების ან მის გაგრძელებაზე უარის თქმის პროცედურის დაწყების მომენტიდან შესაბამისი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, ხოლო აღნიშნული გადაწყვეტილების ამ კანონით დადგენილი წესით გასაჩივრების შემთხვევაში − სათანადო სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე; დ) საერთაშორისო დაცვაზე განცხადება – უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის წერილობითი განცხადება, რომლითაც იგი საქართველოში ითხოვს ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭებას; |
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 3 ე) განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება – უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ წარდგენილი განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება, რომელიც განიხილება ამ კანონის 52-ე მუხლით დადგენილი წესით; ვ) თავშესაფრის მაძიებელი – უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომლის მიმართაც მიმდინარეობს თავშესაფრის პროცედურა და რომლის საერთაშორისო დაცვაზე განცხადება ან განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება დასაშვებად იქნა ცნობილი; ზ) საერთაშორისო დაცვა – უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ლტოლვილის სტატუსის, დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის მინიჭება და მისი ამ კანონით გათვალისწინებული უფლებებით უზრუნველყოფა; თ) თავშესაფრის მაძიებლის ცნობა – დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებად ცნობას, მის მიმართ თავშესაფრის პროცედურის მიმდინარეობას და საქართველოში მის კანონიერ ყოფნას; ი) საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის თაობაზე ცნობა – დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენას და საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებობის ეტაპის დაწყებას; |
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 3 კ) ლტოლვილი – უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელსაც ამ კანონის მე-15 მუხლის საფუძველზე მიენიჭა ლტოლვილის სტატუსი; ლ) დამატებითი დაცვის მქონე პირი – უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელსაც ამ კანონის მე-19 მუხლის საფუძველზე მიენიჭა დამატებითი დაცვა; მ) დროებითი დაცვის მქონე პირი – უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელსაც ამ კანონის 22-ე მუხლის საფუძველზე მიენიჭა დროებითი დაცვა; ნ) საერთაშორისო დაცვის მქონე პირი – ლტოლვილი, დამატებითი დაცვის მქონე პირი, დროებითი დაცვის მქონე პირი; ო) არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესი – არასრულწლოვანის უსაფრთხოების, კეთილდღეობის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარების, სოციალურ-ეკონომიკური და სხვა ინტერესები, რომლებიც ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში დადგენილი საერთაშორისო სტანდარტების, არასრულწლოვანის ინდივიდუალური მახასიათებლებისა და მისი მოსაზრების გათვალისწინებით განისაზღვრება და შეესაბამება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის „ბავშვის უფლებათა კონვენციას“; პ) წარმოშობის ქვეყანა – უცხოელის მოქალაქეობის ქვეყანა, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირის მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა; |
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 3 ჟ) უსაფრთხო წარმოშობის ქვეყანა – წარმოშობის ქვეყანა, სადაც დემოკრატიული სისტემისა და ზოგადი პოლიტიკური მდგომარეობის ფარგლებში არსებული საკანონმდებლო მოწყობა და მისი აღსრულება მიუთითებს, რომ ამ ქვეყანაში, ზოგადად და განგრძობადად, არ არის დევნა ამ კანონის 38-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, აგრეთვე არ არსებობს სერიოზული ზიანის რეალური რისკი ამ კანონის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად; რ) უსაფრთხო მესამე ქვეყანა – ქვეყანა, რომელიც არ არის უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის წარმოშობის ქვეყანა, თუმცა ამ ქვეყანასა და უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს შორის არსებული კავშირის საფუძველზე შეიძლება იგი აღნიშნულ ქვეყანაში კანონიერი გზით იქნეს დაშვებული, ამასთანავე: რ.ა) ამ ქვეყანაში მის სიცოცხლეს ან თავისუფლებას მისი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო საფრთხე არ შეექმნება; რ.ბ) ამ ქვეყანაში იგი არ დადგება სერიოზული ზიანის რეალური რისკის წინაშე ამ კანონის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად; რ.გ) ამ ქვეყანაში მის მიმართ დაცული იქნება არგაძევების პრინციპი „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენციის შესაბამისად; |
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 3 რ.დ) მისი ამ ქვეყნიდან გაძევებით არ დაირღვევა წამებისგან ან არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისგან დაცვის უფლება; რ.ე) მას ექნება შესაძლებლობა, მოითხოვოს ლტოლვილის სტატუსი და მისთვის ამის საჭიროების დადგენის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი დაცვა „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენციის შესაბამისად; ს) უფლებამოსილი თანამდებობის პირი – სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მოსამსახურე, რომელიც ამ კანონით გათვალისწინებულ ფუნქციებს ასრულებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დელეგირებული უფლებამოსილების საფუძველზე; ტ) საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოსვლა – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ყალბი დოკუმენტის გამოყენებით ან სხვა უკანონო გზით გადმოკვეთა; |
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 3 უ) შიდა გადაადგილების ალტერნატივა – თავშესაფრის მაძიებლის შესაძლებლობა, გადაადგილდეს წარმოშობის ქვეყანაში გარკვეულ ტერიტორიაზე, სადაც მას არ აქვს დევნის საფუძვლიანი შიში, ან იგი არ დგას სერიოზული ზიანის რეალური რისკის წინაშე, ან მას აქვს საშუალება, ამ კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დაცვის განმახორციელებელი სუბიექტების მიერ ეფექტიანად და ხანგრძლივად იყოს დაცული დევნისგან ან სერიოზული ზიანისგან, ამასთანავე, სადაც მას შეუძლია უსაფრთხოდ ჩავიდეს, კანონიერად იქნეს დაშვებული და დასახლდეს, აგრეთვე ისარგებლოს მისი უფლებების პატივისცემით და ჰქონდეს ეკონომიკური გადარჩენის შესაძლებლობა; ფ) ოჯახის წევრი – წარმოშობის ქვეყანაში უკვე არსებული ოჯახის წევრი, კერძოდ: ფ.ა) თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მეუღლე ანდა თავშესაფრის მაძიებელთან ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი; ფ.ბ) თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის დასაოჯახებელი არასრულწლოვანი შვილი რეგისტრირებული ან არარეგისტრირებული ქორწინებიდან ანდა თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ წარმოშობის ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად ნაშვილები, დასაოჯახებელი არასრულწლოვანი; |
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 3 ფ.გ) დასაოჯახებელი არასრულწლოვანი თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის დედა, მამა, კანონიერი წარმომადგენელი; ქ) მარტოხელა მშობელი – თავშესაფრის მაძიებელი ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირი (დედა, მამა) არასრულწლოვან შვილთან/შვილებთან ერთად; ღ) ოჯახის გაერთიანება – ოჯახის ერთიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ლტოლვილის ან დამატებითი დაცვის მქონე პირის ოჯახის წევრთა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა და ცხოვრება; ყ) წარმოებული სტატუსი – ოჯახის ერთიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ლტოლვილის ან დამატებითი დაცვის მქონე პირის ოჯახის წევრისთვის მინიჭებული სტატუსი; შ) მასობრივი შემოსვლა – ერთი წარმოშობის ქვეყნის მქონე უცხოელთა ან მოქალაქეობის არმქონე პირთა მრავალრიცხოვანი ჯგუფის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა, რომელთა მიმართ ვერ იქნება უზრუნველყოფილი ეფექტიანი ინდივიდუალური თავშესაფრის პროცედურა; ჩ) ნებაყოფლობითი რეპატრიაცია – საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ფიზიკური, ფსიქოლოგიური და მატერიალური იძულების გარეშე მის მიერ წარმოშობის ქვეყანაში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილების მიღება; |