Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ article 671 დასამტკიცებელი/გამოსაცემი ნორმატიული აქტები. 1. საქართველოს მთავრობამ: ა) 2021 წლის 1 სექტემბრამდე დაამტკიცოს ტექნიკური რეგლამენტი „ფთორირებული სათბურის აირების მართვის შესახებ“; ბ) 2022 წლის 1 სექტემბრამდე დაამტკიცოს: ბ.ა) ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმა იმ ზონისთვის ან/და აგლომერაციისთვის, სადაც ატმოსფერულ ჰაერში ძირითად მავნე ნივთიერებათა დონეები აჭარბებს ზღვრულად დასაშვებ ნორმებს ან მიზნობრივ მნიშვნელობას; ბ.ბ) მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა იმ ზონისთვის ან/და აგლომერაციისთვის, სადაც ძირითად მავნე ნივთიერებათა დონეები აჭარბებს ტექნიკური რეგლამენტით − ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სტანდარტებით დადგენილ ერთ ან რამდენიმე განგაშის ზღვარს. 2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა: ა) 2021 წლის 1 სექტემბრამდე ბრძანებით დაამტკიცოს ამ კანონით გათვალისწინებული ზონები და აგლომერაციები; ბ) 2025 წლის 1 იანვრამდე გამოსცეს ბრძანება „ზონებისა და აგლომერაციების კლასიფიკაციის შესახებ“. კარი IV. დასკვნითი ნაწილი |