Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
მიკრობანკების საქმიანობის შესახებ article 28 აკრძალული გარიგებები, მუშაობის მეთოდები. 1. მიკრობანკს არ აქვს უფლება, თავის კლიენტთან დადოს ისეთი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, სესხის გაცემის ან მიკრობანკის მიერ რაიმე მომსახურების გაწევის პირობაა მიკრობანკის ან მონათესავე საწარმოს არასაბანკო მომსახურების შესყიდვა ან გამოყენება, თუ კლიენტს არ მიეცა არასაბანკო მომსახურების სხვა მომწოდებლისგან მიღების შესაძლებლობა. 2. მაკონტროლებელ პირს, ადმინისტრატორს ეკრძალება ისეთი ქმედების განხორციელება, რომლის შედეგადაც იგი მიკრობანკისგან მიღებული ინფორმაციის გამოყენებით დამოუკიდებლად ან სხვა პირებთან ერთად დომინირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდება ან/და რომელიც არასაბანკო სექტორში კონკურენციას შეზღუდავს. 3. მაკონტროლებელი პირი, ადმინისტრატორი ვალდებულია უზრუნველყოს ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება და არ დაუშვას საკუთარი ინტერესების მიკრობანკის ინტერესებზე მაღლა დაყენება ან თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტება. მაკონტროლებელ პირს, ადმინისტრატორს, რომლისთვისაც ხელმისაწვდომია არასაჯარო ინფორმაცია, რომელმაც შეიძლება გარკვეული ინვესტიციის ღირებულებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს, ეკრძალება ამ ინფორმაციის დამოუკიდებლად ან სხვა პირებთან ერთად გამოყენება. |
მიკრობანკების საქმიანობის შესახებ article 28 4. ამ მუხლის მოთხოვნების შესასრულებლად მიკრობანკი ვალდებულია დანერგოს არასაჯარო ინფორმაციის მართვასთან დაკავშირებული ადეკვატური პოლიტიკა, პროცედურები და ტექნიკური სისტემები და განახორციელოს მათი მონიტორინგი, რაც უზრუნველყოფს მიკრობანკთან, მაკონტროლებელ პირებსა და ადმინისტრატორებთან დაკავშირებული მხარეებისთვის ინფორმაციის არასათანადო გაცემის შეზღუდვას. 5. ამ მუხლის მოთხოვნების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოიყენოს ამ კანონით გათვალისწინებული საზედამხედველო ზომები ან/და სანქცია (ფულადი ჯარიმა). 6. ამ მუხლის მოთხოვნების შესასრულებლად საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიკრობანკის აქციონერებს, მაკონტროლებელ პირებსა და ადმინისტრატორებს სამართლებრივი აქტებით განუსაზღვროს აკრძალულ გარიგებებსა და მათთან მუშაობის მეთოდებთან დაკავშირებული წესები და შესაბამისი საზედამხედველო ზომები ან/და სანქცია (ფულადი ჯარიმა). |