Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ article 23 დამოუკიდებელი სპეციალიზებული დეპოზიტარის მოთხოვნა. 1. ყველა რეგისტრირებულმა საპენსიო სქემამ უნდა ისარგებლოს შესაბამისად უფლებამოსილი სპეციალიზებული დეპოზიტარების მომსახურებით. სპეციალიზებული დეპოზიტარი ვალდებულია იმოქმედოს კეთილსინდისიერად, სამართლიანად, პროფესიონალურად, დამოუკიდებლად და მხოლოდ მონაწილეების ინტერესების სასარგებლოდ. 2. მონაწილეების საპენსიო აქტივების დაცვის უზრუნველსაყოფად და ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად აქტივების მართვის მომსახურება და სპეციალიზებული დეპოზიტარების მომსახურება ერთსა და იმავე საპენსიო სქემისთვის არ უნდა გასწიოს ერთმა და იმავე პირმა ან არ უნდა გასწიონ მჭიდროდ დაკავშირებულმა პირებმა. 3. მზღვეველს შეუძლია გასწიოს აქტივების მართვის მომსახურება მის მიერ დაარსებული საპენსიო სქემებისთვის. 4. საპენსიო კომპანია უნდა სარგებლობდეს ერთმანეთისგან იურიდიულად დამოუკიდებელი აქტივების მმართველი კომპანიებისა და სპეციალიზებული დეპოზიტარების მომსახურებით, რომლებიც არ უნდა იყვნენ ერთი და იმავე სუბიექტის ან ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული სუბიექტების საკუთრებაში ან მმართველობის ქვეშ. |