Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ article 10 ეროვნული ბიბლიოთეკის მართვა. 1. ეროვნული ბიბლიოთეკის საქმიანობას მართავს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი. ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. ამ კანონისა და თავისი კომპეტენციის შესაბამისად გენერალური დირექტორი პასუხს აგებს ბიბლიოთეკის საქმიანობაზე. 3. ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი დებს ხელშეკრულებებს, მათ შორის, შრომით ხელშეკრულებებს, გასცემს მინდობილობებს, ხსნის ეროვნული ბიბლიოთეკის ანგარიშს ბანკში, განაგებს ეროვნული ბიბლიოთეკის სახსრებს, აგრეთვე გამოსცემს ბრძანებებს და იძლევა მითითებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა ეროვნული ბიბლიოთეკის ყველა მუშაკისთვის. ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი მინისტრის თანხმობით თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილეს და ეროვნული ბიბლიოთეკის დეპარტამენტების დირექტორებს |