Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ article 131 კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო არეალის ინფრასტრუქტურის მოსაკრებელი. 1. კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო არეალის ინფრასტრუქტურის მოსაკრებლის გადამხდელია კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო არეალში არსებული შენობა-ნაგებობის მესაკუთრე (კანონიერი მოსარგებლე) სარეაბილიტაციო არეალის განვითარების პროგრამის განხორციელების ვადით. 2. მოსაკრებლის ოდენობა საკუთრებაში (სარგებლობაში) არსებული შენობა-ნაგებობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე განისაზღვრება არა უმეტეს 1,5 ლარით თვეში. 3. შენობა-ნაგებობის მესაკუთრის (კანონიერი მოსარგებლის) მიერ დადგენილ ვადაში მოსაკრებლის გადაუხდელობის შემთხვევაში, თუ ამ დავალიანების ჯამი შეადგენს 3 თვის გადასახდელი თანხის ოდენობას, დავალიანების წარმოქმნის დღიდან მას ეკისრება საურავი ყოველ გადაცილებულ დღეზე მოსაკრებლის 0,07 პროცენტის ოდენობით. 4. თუ საურავის დარიცხვის ვალდებულების დადგომის შემდეგ მესაკუთრე (კანონიერი მოსარგებლე) გადაიხდის მოსაკრებლისა და მასზე დარიცხული საურავის ნაწილს, გადახდის მომდევნო დღიდან საურავის დარიცხვა გაგრძელდება მოსაკრებლის თანხის ფაქტობრივად დარჩენილ ნაწილზე, საურავის ნაწილის გარდა. |
ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ article 131 5. თუ მესაკუთრე (კანონიერი მოსარგებლე) საურავის დაკისრებიდან 6 თვის ვადაში ვერ უზრუნველყოფს მოსაკრებლის ან/და მასზე დარიცხული საურავის გადახდას, მუნიციპალიტეტის ორგანო უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს მესაკუთრისათვის (კანონიერი მოსარგებლისათვის) მოსაკრებლისა და მასზე დარიცხული საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიებების მოთხოვნით. 6. მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება: ა) სარეაბილიტაციო არეალში განთავსებული ინფრასტრუქტურის მომსახურებისათვის განკუთვნილი ნაგებობები; ბ) სარეაბილიტაციო არეალში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები, გარდა იმ შენობა-ნაგებობებისა, რომლებიც ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოიყენება. |