FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

article  5807

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების ლიზინგის გამცემისთვის მფლობელობაში დაბრუნება.
1. ლიზინგის გამცემს უფლება აქვს, მოითხოვოს ლიზინგის საგნის იძულების წესით მისთვის მფლობელობაში დაბრუნება სააღსრულებო დაწესებულებისთვის ლიზინგის მოწმობის წარდგენის საფუძველზე, სასამართლოსთვის მიმართვის გარეშე, თუ ლიზინგის საგანია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალება ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება.
2. სააღსრულებო დაწესებულების მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ლიზინგის საგნის ლიზინგის გამცემისთვის დაბრუნება ხორციელდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
3. ლიზინგის მოწმობის გასაჩივრება არ იწვევს მისი აღსრულების შეჩერებას.
4. ლიზინგის გამცემი, რომელსაც ამ მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მფლობელობაში დაუბრუნდა ლიზინგის საგანი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ლიზინგის საგნის რეგისტრაცია.
5. ლიზინგის გამცემისთვის ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ლიზინგის საგნის იძულების წესით მფლობელობაში დაბრუნებასთან დაკავშირებული ხარჯები ლიზინგის მიმღებს ეკისრება.