Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ article 141 აღსრულების პოლიციის სამმართველო. 1. აღსრულების პოლიციის სამმართველო (შემდგომში – სამმართველო) არის აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეული. 2. სამმართველოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე. 3. სამმართველო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ამ კანონით, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებითა და აღსრულების პოლიციის სამმართველოს დებულებით. 4. აღსრულების პოლიციელის უფლება-მოვალეობანი, სამმართველოს ორგანიზაცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება აღსრულების პოლიციის სამმართველოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით. 5. სამმართველოში სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლებია: ეს კანონი, „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონები, აგრეთვე აღსრულების პოლიციის სამმართველოს დებულება და სხვა სამართლებრივი აქტები. |