FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 13

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  165

საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშების გახსნის წესის დარღვევა და ბიუჯეტში თანხების გადარიცხვაზე დავალებების შეუსრულებლობა. ბანკებისა და სხვა საფინანსო-საკრედიტო დაწესებულებების მიერ საგადასახადო ორგანოებში აღრიცხვაზე აყვანის დამადასტურებელი დოკუმენტების წარუდგენლად გადამხდელთათვის საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშების გახსნა და ანგარიშების გახსნის შესახებ საგადასახადო ორგანოებში ინფორმაციის წარუდგენლობა, აგრეთვე ბიუჯეტში თანხების გადარიცხვაზე საგადასახადო დავალებების (განკარგულებების) მიუღებლობა და მიღებული საგადასახადო დავალებების (განკარგულებების) უწინარესად შეუსრულებლობა, – გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან ას ოცდაათ ლარამდე.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  165

-12 . საჯარო შესყიდვის „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის გვერდის ავლით განხორციელება.
1. საჯარო შესყიდვის „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის გვერდის ავლით განხორციელება, როდესაც საჯარო შესყიდვა აღნიშნულ კანონს ექვემდებარება, – გამოიწვევს შემსყიდველი ორგანიზაციის პასუხისმგებელი პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებიდან 1 წლის განმავლობაში, – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  165

-13 . ინტერესთა კონფლიქტის არსებობისას საჯარო შესყიდვაში მონაწილეობა.
1. ინტერესთა კონფლიქტის არსებობისას საჯარო შესყიდვაში მონაწილეობა – გამოიწვევს პასუხისმგებელი პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებიდან 1 წლის განმავლობაში, – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  165

-14 . საჯარო შესყიდვის პროცედურის შესყიდვების კომიტეტის/ჟიურის გარეშე განხორციელება ან შესყიდვების კომიტეტის/ჟიურის შექმნის წესის დარღვევა.
1. საჯარო შესყიდვის პროცედურის (გარდა კონკურსისა და წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურისა) შესყიდვების კომიტეტის გარეშე განხორციელება (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად მიიღება გადაწყვეტილება საჯარო შესყიდვის პროცედურის შესყიდვების კომიტეტის გარეშე განხორციელების შესახებ), კონკურსის ჟიურის გარეშე ჩატარება ან შესყიდვების კომიტეტის/ჟიურის შექმნის წესის დარღვევა – გამოიწვევს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებიდან 1 წლის განმავლობაში, – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  165

-15 . ბაზრის კვლევის განუხორციელებლობა.
1. „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით ბაზრის კვლევის განუხორციელებლობა – გამოიწვევს შემსყიდველი ორგანიზაციის პასუხისმგებელი პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებიდან 1 წლის განმავლობაში, – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  165

-16 . მონეტარული ზღვრების არასწორად შერჩევა ან/და საჯარო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფა.
1. მონეტარული ზღვრების არასწორად შერჩევა ან/და საჯარო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფა – გამოიწვევს შემსყიდველი ორგანიზაციის პასუხისმგებელი პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებიდან 1 წლის განმავლობაში, – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  165

-17 . საჯარო შესყიდვის პროცედურის ან საჯარო შესყიდვის ინსტრუმენტის არასწორად შერჩევა.
1. საჯარო შესყიდვის პროცედურის ან საჯარო შესყიდვის ინსტრუმენტის არასწორად, „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანების დარღვევით შერჩევა – გამოიწვევს შემსყიდველი ორგანიზაციის პასუხისმგებელი პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებიდან 1 წლის განმავლობაში, – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  165

-18 . წინასწარი საინფორმაციო შეტყობინების, შესყიდვის შესახებ განცხადების ან/და შესყიდვის დოკუმენტაციის შედგენის ან/და გამოქვეყნების დადგენილი წესის დარღვევა.
1. წინასწარი საინფორმაციო შეტყობინების, შესყიდვის შესახებ განცხადების ან/და შესყიდვის დოკუმენტაციის შედგენის ან/და გამოქვეყნების „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესის დარღვევა, რომლის დარღვევამაც კონკურენციის შეზღუდვა გამოიწვია ან/და რომლის არარსებობის შემთხვევაშიც სხვაგვარი გადაწყვეტილება/ქმედება იქნებოდა მიღებული/განხორციელებული, – გამოიწვევს შემსყიდველი ორგანიზაციის პასუხისმგებელი პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებიდან 1 წლის განმავლობაში, – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  165

-19 . გამოცხადებული საჯარო შესყიდვის არასწორად წარმართვა.
1. გამოცხადებული საჯარო შესყიდვის არასწორად, „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესის დარღვევით წარმართვა, რომლის დარღვევამაც კონკურენციის შეზღუდვა გამოიწვია ან/და რომლის არარსებობის შემთხვევაშიც სხვაგვარი გადაწყვეტილება/ქმედება იქნებოდა მიღებული/განხორციელებული, – გამოიწვევს შემსყიდველი ორგანიზაციის პასუხისმგებელი პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებიდან 1 წლის განმავლობაში, – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  165

-20 . საჯარო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების დადება ან საჯარო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში/ჩარჩოშეთანხმებაში ცვლილების შეტანა დადგენილი წესის დარღვევით.
1. საჯარო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების დადება ან საჯარო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში/ჩარჩოშეთანხმებაში ცვლილების შეტანა „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესის დარღვევით – გამოიწვევს შემსყიდველი ორგანიზაციის პასუხისმგებელი პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებიდან 1 წლის განმავლობაში, – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.