FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

article  49

კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებები.
1. სამინისტრომ, „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით“ განსაზღვრული ვადების გათვალისწინებით, უზრუნველყოს გარემოსდაცვით სფეროში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების გადასინჯვა და საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა.
2. შესაბამისმა უწყებებმა 2017 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოს მთავრობას წარუდგინონ სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტები ამ კოდექსთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, ხოლო შესაბამისმა დაწესებულებებმა 2017 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყონ სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კოდექსთან შესაბამისობა.
3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარდგინებით საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციის განხორციელებისთვის საჭირო სამართლებრივი აქტის მიღება.
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

article  49

4. ნავთობისა და გაზის ოპერაციების მარეგულირებელი კანონმდებლობის ამ კოდექსით დადგენილ პროცედურებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, 2017 წლის 31 დეკემბრამდე საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ უზრუნველყოს „ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების მარეგულირებელი ეროვნული წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის ბრძანებასა და სხვა სამართლებრივ აქტებში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.
5. შესაბამისი დაწესებულებების წარდგინებით საქართველოს მთავრობამ ან/და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისმა დაწესებულებებმა 2018 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყონ იმ სამართლებრივი აქტების ამ კოდექსის მე-20 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღება/გამოცემა, რომლებიც ამ კოდექსის ამოქმედების მომენტისთვის ითვალისწინებს სტრატეგიული დოკუმენტის მიღების/დამტკიცების შესაძლებლობას ან შესაბამის პროცედურას.
6. 2018 წლის 1 იანვრამდე მინისტრმა გამოსცეს შემდეგი ბრძანებები:
    ა) „საჯარო განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“;
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

article  49

ბ) „ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშის შედგენისა და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესების დამტკიცების თაობაზე“;
    გ) „საზოგადოებრივ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“.
7. მინისტრმა 2028 წლის 1 იანვრამდე გამოსცეს ბრძანება „სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების შედეგების შემდგომი ანალიზის ჩატარების შესახებ“.
8. საქართველოს მთავრობამ 2025 წლის 1 აგვისტომდე მიიღოს დადგენილება „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშისა და საქმიანობის ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ ანგარიშის შედგენის წესის დამტკიცების თაობაზე“.