Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ article 8 დონორის უფლებები. 1. სახელმწიფო უზრუნველყოფს დონორობის უფლებრივ გარანტიებს და მისი ჯანმრთელობის დაცვას, აგრეთვე აწესებს შეღავათებს. 2. დონორი აუცილებლად უნდა იყოს დაზღვეული დონორის ფუნქციის შესრულების შედეგად ინფექციური სნეულებით დაავადების ან მისი ჯანმრთელობის შელახვის შემთხვევებისაგან. დაზღვევა უნდა მოხდეს სისხლის სამსახურის ბიუჯეტის ხარჯზე. დაზღვევის სახსრები უნდა შედიოდეს სისხლის თვითღირებულებაში. 3. დონორის ხელშეუვალი უფლებაა დონორობის აქტის ნებაყოფლობა. 4. დონორს უფლება აქვს თავისი სამსახურის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით ნებისმიერ დღეს წავიდეს სისხლის გადასხმის დაწესებულებაში გამოსაკვლევად და სისხლის ჩასაბარებლად. 5. დონორს უფლება აქვს სისხლის ჩაბარების შემდეგ მიიღოს დამატებითი დასვენების დღე და გამოიყენოს იგი სისხლის გაღების მეორე დღეს. მას შეუძლია ეს დღე დაუმატოს მორიგ შვებულებას ან ისარგებლოს ამ დღით სხვა დროს სისხლის გაღებიდან ერთი წლის განმავლობაში. 6. სამხედრო მოსამსახურე დონორი სისხლისა და მისი კომპონენტების გაღების დღეს თავისუფლდება განწესის, გუშაგობის და სამხედრო სამსახურის სხვა მოვალეობათა შესრულებისაგან. |