Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საგზაო მოძრაობის შესახებ article 35 2. მთის გზასა და ანალოგიური მახასიათებლების მქონე დიდი დახრილობის გზაზე, აგრეთვე 1.14 და 1.15 საგზაო ნიშნებით აღნიშნულ გზებზე, სადაც გვერდის აქცევა შეუძლებელია ან გართულებულია, დაღმართზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გაჩერდეს და გზა დაუთმოს აღმართზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გვერდის ასაქცევი ადგილი სავალი ნაწილის გასწვრივ ისეა განლაგებული, რომ აღმართზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, სატრანსპორტო საშუალების სიჩქარისა და მდგომარეობის გათვალისწინებით, შეძლებდა მის წინ მდებარე ასაქცევ ადგილზე გაჩერებას, რითაც გამოირიცხებოდა ერთ-ერთი სატრანსპორტო საშუალების უკუსვლით მოძრაობის აუცილებლობა. თუ გვერდის აქცევის მიზნით ორი სატრანსპორტო საშუალებიდან ერთ-ერთმა უნდა იმოძრაოს უკუსვლით, სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობის მძღოლს ენიჭება უპირატესობა ყველა სხვა სატრანსპორტო საშუალების მძღოლების მიმართ, მძიმეწონიანი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს − მსუბუქი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ, ხოლო ავტობუსის მძღოლს − სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების მძღოლების მიმართ. ერთი და იმავე კატეგორიის ან ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების შემთხვევაში უკუსვლით უნდა იმოძრაოს დაღმართზე მოძრავმა სატრანსპორტო საშუალებამ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აშკარაა, რომ აღმართზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს უფრო იოლად შეუძლია ასეთი მანევრის შესრულება, კერძოდ, თუ ის გვერდის ასაქცევ ადგილთან ახლოს იმყოფება. |
საგზაო მოძრაობის შესახებ article 35 შემხვედრისთვის გვერდის აქცევა. 1. შემხვედრისთვის გვერდის აქცევისას სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა გვერდიდან უნდა დატოვოს საკმარისი თავისუფალი სივრცე და აუცილებლობის შემთხვევაში გზის სავალი ნაწილის მარჯვენა კიდესთან ახლოს უნდა იმოძრაოს. ამასთანავე, თუ მისი მოძრაობა მის მხარეს დაბრკოლების ან სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეების არსებობის გამო გართულდება, მან უნდა შეანელოს მოძრაობა და აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს, რათა გაატაროს შემხვედრი სატრანსპორტო საშუალება ან სატრანსპორტო საშუალებები. |