FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  74

გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ფუნქციები.
1. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი უზრუნველყოფს სისტემის გრძელვადიან უნარს, მომსახურების შესაბამის არეალში დააკმაყოფილოს ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის განაწილებაზე არსებული გონივრული მოთხოვნა, და ახორციელებს უსაფრთხო, საიმედო და ეფექტიანი გამანაწილებელი სისტემის ეკონომიკური პირობების შესაბამისად ოპერირებას, მოვლა-პატრონობასა და განვითარებას, გარემოს დაცვასა და ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებული საკითხების გათვალისწინებით.
2. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი უზრუნველყოფს განაწილებასთან დაკავშირებული საიმედო და ეფექტიანი მომსახურების გაწევას გამანაწილებელი ქსელის წესების, სალიცენზიო პირობებისა და ამ კანონის 97-ე მუხლით გათვალისწინებული ტექნიკური წესების შესაბამისად.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  74

3. განაწილებასთან დაკავშირებული მომსახურება სისტემით მოსარგებლეებს გაეწევათ გამანაწილებელი სისტემის ოპერატორთან გაფორმებული ხელშეკრულების ან მომსახურების ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებთან მიერთების საფუძველზე. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი შეიმუშავებს მომსახურების ხელშეკრულების, მათ შორის, გამანაწილებელ ქსელთან მიერთებისა და განაწილების მომსახურების ხელშეკრულების, სტანდარტულ პირობებს და კომისიის მიერ მათი დამტკიცების შემდეგ აქვეყნებს საკუთარ ვებგვერდზე. სტანდარტული პირობებით ხელშეკრულება გაფორმებულად ითვლება კომისიის მიერ დადგენილი წესით ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებთან მიერთებით.
4. დაუშვებელია გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ სისტემით მოსარგებლეებს ან სისტემით მოსარგებლეთა სხვადასხვა კატეგორიას შორის დისკრიმინაცია, მათ შორის, დაკავშირებული საწარმოს სასარგებლოდ.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  74

5. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა სხვა სისტემების, მათ შორის, გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების, ბუნებრივი გაზის საცავისა და გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემების, ოპერატორებს უნდა მიაწოდოს საკმარისი ინფორმაცია, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება ან შესაბამის შემთხვევებში ბუნებრივი გაზის შენახვა ურთიერთდაკავშირებული სისტემების უსაფრთხო და ეფექტიანი ოპერირების შესაბამისად.
6. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი სისტემით მოსარგებლეებს უზრუნველყოფს დეტალური, გასაგები, რაოდენობრივად აღქმადი და იოლად ხელმისაწვდომი ინფორმაციით შეთავაზებული მომსახურების, ამ მომსახურების გაწევის პირობებისა და სისტემასთან ეფექტიანი დაშვებისთვის საჭირო ტექნიკური მონაცემების შესახებ, კომისიის მიერ დამტკიცებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის წესების შესაბამისად.
7. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა საკუთარი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ენერგია უნდა შეისყიდოს გამჭვირვალე, არადისკრიმინაციული და საბაზრო პროცედურების შესაბამისად.
8. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი აგრეთვე ასრულებს მის კომპეტენციაში შემავალ სხვა ფუნქციებსა და მოვალეობებს ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.