Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ article 32 ორგანოს გადანერგვა. 1. ორგანოს გადანერგვა ხორციელდება მხოლოდ ლიცენზირებულ გადანერგვის ცენტრში რეციპიენტის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის ამ კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული წინასწარი, წერილობითი ინფორმირებული თანხმობისა და მისთვის იმავე მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის მიწოდების საფუძველზე. ამასთანავე, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში რეციპიენტს უნდა ჩაუტარდეს შესაბამისი ოპერაციული პროტოკოლით გათვალისწინებული გამოკვლევები. 2. ორგანოს გადანერგვაში მონაწილე ყველა დაწესებულებამ უნდა გამოიყენოს ოპერაციული პროტოკოლები და უზრუნველყოს მათი შესაბამისობა ეროვნულ პროტოკოლებსა და მოთხოვნებთან, რომლებიც განსაზღვრულია ამ კანონითა და მის საფუძველზე მიღებული/გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 3. ტრანსპლანტოლოგმა ქირურგმა ორგანოს გადანერგვამდე უნდა გადაამოწმოს: ა) ვარგისია თუ არა ორგანო გადასანერგად და შესაბამისია თუ არა რეციპიენტისთვის; ბ) სწორად არის თუ არა განხორციელებული და დოკუმენტირებული დონორის დახასიათება და ორგანოს დახასიათება; გ) დაცული იყო თუ არა ორგანოს პრეზერვაციისა და ტრანსპორტირების პირობები; დ) შემოწმებულია თუ არა ყველა დოკუმენტისა და ორგანოს თანმხლები ქსოვილის ნიმუშების საიდენტიფიკაციო დეტალები. |
ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ article 32 4. თუ დონორის დახასიათებისა და ორგანოს დახასიათებისთვის სავალდებულო მინიმალური ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის, გადანერგვის სამედიცინო გუნდმა, რეციპიენტისთვის ორგანოს დონაციის სარგებლისა და შესაბამისი ხელმისაწვდომი ინფორმაციის ნაკლებობით გამოწვეული რისკის გათვალისწინებით, შეიძლება განიხილოს ორგანოს გადასანერგად გამოყენების საკითხი. ამ შემთხვევაში ტრანსპლანტოლოგმა ქირურგმა რეციპიენტის სამედიცინო ჩანაწერებში უნდა ასახოს: ა) შესაბამისი გადაწყვეტილება; ბ) ჩატარებული ანალიზი რისკისა და სარგებლის თაობაზე; გ) ინფორმაცია გადასანერგი ორგანოს ხარისხის შესახებ (წინასწარ განსაზღვრული ფორმატით). 5. გადასანერგი ორგანოს ხარისხისა და საწყისი შედეგის შესახებ ინფორმაცია გადანერგვიდან არაუგვიანეს 48 საათისა უნდა აისახოს გადანერგვის პროტოკოლში და დარეგისტრირდეს გადანერგვის საინფორმაციო ცენტრში. 6. გადანერგვის ცენტრმა უნდა უზრუნველყოს მთელი სიცოცხლის განმავლობაში რეციპიენტისა და ცოცხალი დონორის ჯანმრთელობის მდგომარეობის, აგრეთვე გადანერგილი ორგანოს ფუნქციონირების სამედიცინო მონიტორინგი შესაბამისი მონაცემების გადანერგვის საინფორმაციო ცენტრში რეგულარულად გაგზავნით. |
ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ article 32 7. გადანერგვის ცენტრმა მომდევნო წლის 31 იანვრამდე კომპეტენტურ უწყებასა და გადანერგვის საინფორმაციო ცენტრს უნდა მიაწოდოს წლიური ანგარიში ორგანოების გადანერგვის შედეგების, რეციპიენტთა სიცოცხლისა და ტრანსპლანტატების ფუნქციონირების მაჩვენებლების შესახებ. 8. ორგანოების გადანერგვის სტანდარტები (მათ შორის, ორგანოების გადანერგვის შედეგების რეგისტრაციის, აგრეთვე გადანერგილი ორგანოებისა და რეციპიენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგისა და ყოველწლიური ანგარიშგების სახელმძღვანელო პრინციპები) განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. |