Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ article 12 გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ველურ მცენარეთა დაცვა. 1. აკრძალულია ყოველგვარი ქმედება, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ველურ მცენარეთა მოსპობა, მათი რაოდენობის ან/და გავრცელების არეალის შემცირება. 2. საქართველოს ტყეში აკრძალულია გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ველურ მცენარეთა მოჭრა ან ისეთი სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს აღნიშნულ მცენარეთა სახეობებს. 21. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვები არ ვრცელდება ამ კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა “− „ი “ ქვეპუნქტებით დადგენილ შემთხვევებზე. 3. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ველურ მცენარეთა დაცვის სამართლებრივი საკითხები წესრიგდება ამ კანონის, „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ტყის კოდექსისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |