FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 10

იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

article  20

8. პროგრამის ადმინისტრატორი ვალდებულია პროგრამის კრედიტორები უზრუნველყოს მათთვის შეთავაზებულ წინადადებასთან (წინადადებებთან) დაკავშირებით მათ მიერ ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ყველა ინფორმაციით. საჭიროების შემთხვევაში პროგრამის ადმინისტრატორმა ინფორმაციის მიწოდების პირობად შეიძლება მოითხოვოს პროგრამის კრედიტორთან კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ შეთანხმების გაფორმება. პროგრამის კრედიტორები წარდგენილ წინადადებასთან (წინადადებებთან) დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებენ პროგრამის კრედიტორთა კრებაზე, რომლის მოწვევასა და ჩატარებას უზრუნველყოფს პროგრამის ადმინისტრატორი. კრება ტარდება პროგრამის ადმინისტრატორის მიერ წინადადების (წინადადებების) წარდგენიდან არაუადრეს 5 სამუშაო დღისა და არაუგვიანეს 2 კვირისა. პროგრამის ადმინისტრატორი კრებაზე წარადგენს როგორც საკუთარ წინადადებას (წინადადებებს), ისე პროგრამის კრედიტორთა მიერ შეთავაზებულ წინადადებას (წინადადებებს) (არსებობის შემთხვევაში). კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ კრებაზე დამსწრე პროგრამის კრედიტორთა მოთხოვნები პროგრამის კრედიტორთა საერთო ხმების სულ მცირე 75 პროცენტს შეადგენს. პროგრამის კრედიტორთა ხმის უფლება მათი კუთვნილი მოთხოვნების პროპორციულად განისაზღვრება. ემიტენტის მფლობელობაში არსებული იპოთეკური ობლიგაციები ამ პუნქტის მიზნებისთვის არ გაითვალისწინება. პროგრამის კრედიტორები გადაწყვეტილებას იღებენ კრებაზე დამსწრე ხმის უფლების მქონე პროგრამის კრედიტორთა ხმების უმრავლესობით. თუ კრებას ერთზე მეტი წინადადება წარედგინა, კრების მიერ მიღებულად მიიჩნევა ის წინადადება, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღო. თუ პროგრამის კრედიტორები ამ პუნქტის შესაბამისად ვერ მიიღებენ გადაწყვეტილებას, პროგრამის ადმინისტრატორი უფლებამოსილია (ხოლო ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − ვალდებულია) მათ წარუდგინოს განახლებული წინადადება. აღნიშნულ შემთხვევაში შესაბამისად გამოიყენება ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებითა და ამ პუნქტით დადგენილი წესები. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დაადგინოს პროგრამის კრედიტორთა კრების მოწვევისა და ჩატარების წესი.
იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

article  20

9. პროგრამის კრედიტორთა მიერ მოწონებული წინადადება დასამტკიცებლად საქართველოს ეროვნულ ბანკს წარედგინება. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია უარი განაცხადოს წინადადების დამტკიცებაზე, თუ იგი აშკარად არღვევს პროგრამის კრედიტორთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპს (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროგრამის კრედიტორი გარკვევით აცხადებს თანხმობას მის მიმართ უთანასწორო მოპყრობაზე) ან ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში. საქართველოს ეროვნული ბანკი ასევე უფლებამოსილია უარი განაცხადოს წინადადების დამტკიცებაზე, თუ რეზოლუციის კომიტეტი იყენებს სარეზოლუციო ინსტრუმენტს ამ კანონის 22-ე მუხლის მე-4, მე-6 ან მე-7 პუნქტის შესაბამისად და პროგრამის კრედიტორთა მიერ მოწონებული წინადადება ამ ინსტრუმენტს ეწინააღმდეგება, ან თუ იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის ნაწილობრივ გასხვისების შემთხვევაში მისი გასხვისება ეწინააღმდეგება ამ კანონის 21-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. თუ საქართველოს ეროვნული ბანკი ამ პუნქტის თანახმად არ დაამტკიცებს წინადადებას, პროგრამის ადმინისტრატორი უფლებამოსილია (ხოლო ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − ვალდებულია) პროგრამის კრედიტორებს წარუდგინოს განახლებული წინადადება. აღნიშნულ შემთხვევაში შესაბამისად გამოიყენება ამ მუხლის მე-6−მე-8 პუნქტების დებულებები. ამ პუნქტის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებული წინადადება პროგრამის კრედიტორთათვის სავალდებულოა და მის განხორციელებას პროგრამის ადმინისტრატორი უზრუნველყოფს.
იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

article  20

10. სპეციალური მმართველი (არსებობის შემთხვევაში), ლიკვიდატორი ან ემიტენტის სხვა წარმომადგენელი ვალდებულია უზრუნველყოს პროგრამის ადმინისტრატორისთვის იპოთეკური ობლიგაციების პროგრამასთან დაკავშირებული ან/და პროგრამის ადმინისტრატორის მიერ საკუთარი ფუნქციების შესასრულებლად აუცილებელი ნებისმიერი ინფორმაციის ან დოკუმენტის ხელმისაწვდომობა. ამასთანავე, პროგრამის ადმინისტრატორმა და სპეციალურმა მმართველმა (არსებობის შემთხვევაში)/ემიტენტის ლიკვიდატორმა ერთმანეთს უნდა მიაწოდონ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც რეზოლუციის/ლიკვიდაციის წარმოებისთვის ან უზრუნველყოფის აქტივების მართვისთვის შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს.
11. საკუთარი ფუნქციების შესრულებისას პროგრამის ადმინისტრატორი უფლებამოსილია ისარგებლოს ემიტენტის შრომითი და მატერიალური რესურსებით. პროგრამის ადმინისტრატორის თხოვნით ემიტენტმა (მათ შორის, ემიტენტის ლიკვიდატორმა, სპეციალურმა მმართველმა საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებში) უნდა შეასრულოს პროგრამის განხორციელებისთვის აუცილებელი ნებისმიერი მოქმედება (ტრანზაქცია) და არ უნდა შეასრულოს მისი ხელშემშლელი რაიმე მოქმედება (ტრანზაქცია). პროგრამის ადმინისტრატორმა უნდა უზრუნველყოს ამ პუნქტის ფარგლებში გაწეული ხარჯების, როგორც პროგრამის მართვასთან დაკავშირებული ხარჯების, ანაზღაურება.
იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

article  20

12. პროგრამის ადმინისტრატორი ვალდებულია იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის მართვის ფარგლებში დაიცვას კომერციული ბანკების საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობა და საქართველოს კანონმდებლობით ემიტენტის მიმართ დადგენილი სხვა მოთხოვნები.
13. პროგრამის ადმინისტრატორი ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი პერიოდულობითა და წესით წარუდგინოს იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის მიმდინარეობისა და მის მიერ საკუთარი მოვალეობების შესრულების ანგარიში.
იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

article  20

პროგრამის ადმინისტრატორის უფლებები და მოვალეობები.
1. იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის განცალკევებისთანავე უზრუნველყოფის აქტივების მართვის (მათ შორის, განკარგვის) უფლებამოსილება პროგრამის ადმინისტრატორს გადაეცემა. პროგრამის ადმინისტრატორი უფლებამოსილია ემიტენტის სახელით დადოს გარიგებები და შეასრულოს შესაბამისი მოქმედებები (მათ შორის, განახორციელოს იპოთეკიდან გამომდინარე უფლებები, მოიზიდოს სახსრები იპოთეკური ობლიგაციებიდან გამომდინარე გადახდის ვალდებულებათა დროულად შესასრულებლად), რომლებიც აუცილებელია უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანების სათანადოდ ადმინისტრირებისთვის, რათა პროგრამის კრედიტორთა მოთხოვნები სრულად, ემისიის პირობების/სახელშეკრულებო პირობების შესაბამისად დაკმაყოფილდეს. პროგრამის ადმინისტრატორი საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელების ფარგლებში წარმოადგენს ემიტენტს როგორც სასამართლოში, ისე სასამართლოს გარე ურთიერთობებში.
იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

article  20

2. პროგრამის ადმინისტრატორი ვალდებულია მისი დანიშვნიდან 2 კვირის განმავლობაში შეაფასოს, რამდენად აკმაყოფილებს იპოთეკური ობლიგაციების პროგრამა ამ კანონისმე-7 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-8 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს და არსებობს თუ არა პროგრამის გადახდისუუნაროდ გამოცხადების საფუძველი. პროგრამის ადმინისტრატორი აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს საქართველოს ეროვნულ ბანკს. პროგრამის შეფასების ფარგლებში პროგრამის ადმინისტრატორმა უნდა განიხილოს პროგრამის მოქმედების გაგრძელების, რესტრუქტურიზაციის (მათ შორის, პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გასხვისების) ან ლიკვიდაციის შესაძლებლობა.
იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

article  20

3. თუ ემიტენტის მიმართ ლიკვიდაციის პროცესი მიმდინარეობს, პროგრამის ადმინისტრატორის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეფასების დასრულებისთანავე ემიტენტის ლიკვიდატორი უფლებამოსილია მოითხოვოს უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებიდან იმ აქტივების ამორიცხვა, რომლებიც უზრუნველყოფის აქტივების სიჭარბის ნაწილია და პროგრამის ვალდებულებათა უზრუნველსაყოფად აშკარად არ იქნება აუცილებელი. პროგრამის ადმინისტრატორი უფლებამოსილია მის მიერ განხორციელებული შეფასების შედეგების საფუძველზე უარი განაცხადოს უზრუნველყოფის აქტივების ამორიცხვაზე. ამ საკითხზე მხარეებს შორის უთანხმოების არსებობისას შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ეროვნული ბანკი.
იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

article  20

4. პროგრამის ადმინისტრატორი უფლებამოსილია გადასწიოს პროგრამის ერთი ან რამდენიმე ემისიის ფარგლებში გამოშვებული იპოთეკური ობლიგაციების ძირითადი თანხის დაფარვის თარიღი ამ მუხლის მე-5 პუნქტის პირობების დაცვით. აღნიშნული თარიღის გადაწევის საერთო ვადა 12 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. პროგრამის ადმინისტრატორს ასევე უფლება აქვს, გადასწიოს იპოთეკური ობლიგაციების პროცენტების დაფარვის თარიღი, რომელიც დგება პროგრამის ადმინისტრატორის დანიშვნიდან 1 თვის განმავლობაში, არაუგვიანეს აღნიშნული ერთთვიანი პერიოდის ბოლო დღისა. ამ კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის მიუხედავად, პროგრამის ადმინისტრატორის მიერ ამ პუნქტის შესაბამისად იპოთეკური ობლიგაციის ძირითადი თანხის ან/და პროცენტის დაფარვის თარიღის გადაწევა პროგრამის კრედიტორისთვის არ წარმოშობს ვალდებულების დაუყოვნებლივ შესრულების მოთხოვნის უფლებას. პროგრამის ადმინისტრატორმა ამ პუნქტით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება ერთი ემისიის (ერთი და იმავე პირობების მქონე) ყველა იპოთეკურ ობლიგაციასთან მიმართებით თანაბრად უნდა განახორციელოს. თუ პროგრამის ფარგლებში გამოშვებულია სხვადასხვა კლასის იპოთეკური ობლიგაციები, პროგრამის ადმინისტრატორმა საკუთარი უფლებამოსილება იმგვარად უნდა განახორციელოს, რომ არ შეიცვალოს პროგრამის ფარგლებში იპოთეკური ობლიგაციების ძირითადი თანხების დაფარვის რიგითობა. თუ ემისიის პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, იპოთეკური ობლიგაციის ძირითად თანხას იმ პერიოდისთვის (ვადისთვის), რომლითაც გადაიწია მისი დაფარვის თარიღმა, დაერიცხება პროცენტი თარიღის გადაწევამდე მოქმედი, ემისიის პირობებით განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად. დაყოვნებულ პროცენტებს ასევე დაერიცხება პროცენტი ისე (იმავე წესითა და პირობებით), როგორც დაყოვნებულ ძირითად თანხას. პროგრამის ადმინისტრატორის მიერ ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოყენებას იპოთეკური ობლიგაციების მფლობელთა თანხმობა არ სჭირდება.
იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

article  20

5. პროგრამის ადმინისტრატორის მიერ იპოთეკური ობლიგაციის ძირითადი თანხის დაფარვის თარიღის გადაწევის მომენტისთვის (გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღნიშნული თარიღის გადაწევის ვადა პროგრამის ადმინისტრატორის დანიშვნიდან 1 თვეს არ აღემატება) შესრულებული უნდა იყოს ყველა შემდეგი პირობა:
    ა) იპოთეკური ობლიგაციების პროგრამა არ უნდა იყოს გადახდისუუნარო ამ კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
    ბ) თარიღის გადაწევა აუცილებელი უნდა იყოს ამ კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის გადახდისუუნარობის თავიდან ასაცილებლად;
    გ) უნდა არსებობდეს საფუძველი ვარაუდისთვის, რომ თარიღის მაქსიმალური ვადით გადაწევის შემდეგ (აღნიშნული თარიღის გადაწევის სხვა, დამატებითი შესაძლებლობების გათვალისწინებით) შესაძლებელი იქნება პროგრამის ვალდებულებების დროულად შესრულება.
6. პროგრამის ადმინისტრატორი უფლებამოსილია პროგრამის კრედიტორებს შესთავაზოს ერთი ან რამდენიმე წინადადება პროგრამის მოქმედების გაგრძელების, რესტრუქტურიზაციის (მათ შორის, პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გასხვისების) ან ლიკვიდაციის შესახებ. პროგრამის ადმინისტრატორი წარადგენს იმ წინადადებებს, რომლებსაც იგი მიიჩნევს საჭიროდ პროგრამის კრედიტორთა მოთხოვნების მაქსიმალურად დასაკმაყოფილებლად.
იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

article  20

7. პროგრამის ადმინისტრატორი ვალდებულია პროგრამის კრედიტორებს წარუდგინოს ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წინადადება (წინადადებები), თუ ამ კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად რეზოლუციის კომიტეტის მიერ სარეზოლუციო ინსტრუმენტის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში არ არის მოსალოდნელი პროგრამის კრედიტორთა მოთხოვნების სრულად და დროულად დაკმაყოფილება ან პროგრამა გადახდისუუნაროდ არის გამოცხადებული.