FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

ცხოველთა სამყაროს შესახებ

article  22

ცხოველთა სამყაროს დაცვა მცენარეთა დაცვის საშუალებებისა და სხვა პრეპარატების გამოყენებისას.
1. მცენარეთა დაცვის საშუალებების , მათი ზრდის სტიმულატორების , მინერალური სასუქებისა და სოფლისა და სატყეო მეურნეობაში გამოსაყენებელი სხვა პრეპარატების ხმარებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ცხოველთა სამყაროსა და მათი საბინადრო გარემოს დაცვის მოთხოვნები . მცენარეთა დაცვის ქიმიური საშუალებებისა და სხვა პრეპარატების გამოყენება , ცხოველთა სამყაროზე მათი მავნე გავლენის შემცირების მიზნით , შეხამებული უნდა იყოს აგროტექნიკურ , სასელექციო , გენეტიკურ , ბიოტექნიკურ , ბიოტექნოლოგიურ და სხვა ღონისძიებათა განხორციელებასთან .
2. გარეულ ცხოველთა დაღუპვისა და მათი საბინადრო გარემოს გაუარესების თავიდან აცილების მიზნით , ფიზიკური და იურიდიული პირები მოვალენი არიან დაიცვან აღნიშნული პრეპარატების ტრანსპორტირების , შენახვისა და გამოყენების კანონმდებლობით დადგენილი წესები .
ცხოველთა სამყაროს შესახებ

article  22

3. მცენარეთა დაცვისათვის ახალი პრეპარატების შექმნისას კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა შემუშავდეს გარემოში მათი ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციისა და გარემოში ქიმიურ საშუალებათა გამოყენების ნორმები , რომლებიც უზრუნველყოფენ გარეულ ცხოველთა და მათი საბინადრო გარემოს გამრავლების არეალების , გადარჩენის სტაციების , სამიგრაციო და წყალთან მისასვლელი გზებისა და წყლის სასმელი ადგილების დაცვას .
4. მცენარეთა დაცვის ქიმიური საშუალებების , მათი ზრდის სტიმულატორების , მინერალური სასუქებისა და სოფლისა და სატყეო მეურნეობაში გამოსაყენებელი ყველა სახის სხვა პრეპარატების (ქიმიურ საშუალებათა ) ხმარების წესები , აგრეთვე აღნიშნული პრეპარატების ნუსხის განსაზღვრასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით .
ცხოველთა სამყაროს შესახებ

article  22

5. მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების გამოყენების რეჟიმი რეგულირდება „მცენარეთა დაცვის ბიოლოგიურ საშუალებათა გამოყენების წესების შესახებ“ დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების (მათ შორის, ინტროდუცენტთა) ნუსხას შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო ბრძანებით „მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების ნუსხის შესახებ“.