Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების შესახებ article 7 გარდამავალი დებულებანი. 1. ამ კანონის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 90-ე დღისა საქართველოს პრეზიდენტმა დაამტკიცოს ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების წესი და ამ კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესი. 2. ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე მინიჭებულ საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებზე. 3. საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებსა და პრემიებთან დაკავშირებით რეფორმის განსახორციელებლად შესაბამისი წინადადებების მომზადებისა და საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის მიზნით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან იქმნება უწყებათაშორისი კომისია. უწყებათაშორისი კომისიის დაკომპლექტებისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება უწყებათაშორისი კომისიის დებულებით. უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობასა და დებულებას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. უწყებათაშორისი კომისია იქმნება მხოლოდ ამ პუნქტით გათვალისწინებული წინადადებების მომზადებისა და საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის მიზნით და უქმდება აღნიშნული წინადადებების საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენისთანავე. |