Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ article 22 საპენსიო სქემის რეგისტრაცია. 1. აქტივების მმართველ კომპანიას, მზღვეველსა და საპენსიო კომპანიას უფლება აქვთ, დააფუძნონ ერთზე მეტი საპენსიო სქემა. თითოეული საპენსიო სქემა უნდა დარეგისტრირდეს სამსახურში. 2. აქტივების მმართველმა კომპანიამ და მზღვეველმა ინდივიდუალური საპენსიო სქემის რეგისტრაციისთვის სამსახურს უნდა წარუდგინონ შემდეგი დოკუმენტები და ინფორმაცია: ა) აქტივების მმართველი კომპანიის ან მზღვეველის საქმიანობის შესაბამისი ლიცენზია; ბ) საპენსიო სქემის წესები; გ) აქტივების მმართველ კომპანიასთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სპეციალიზებულ დეპოზიტართან გაფორმებული ხელშეკრულებები; დ) ინდივიდუალური საპენსიო სქემის მონაწილეებთან გასაფორმებელი სტანდარტული ხელშეკრულებისა და სხვა დოკუმენტების ნიმუშები; ე) საპენსიო სქემის სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 3. აქტივების მმართველმა კომპანიამ, მზღვეველმა და საპენსიო კომპანიამ ჯგუფური საპენსიო სქემის რეგისტრაციისთვის სამსახურს უნდა წარუდგინონ შემდეგი დოკუმენტები და ინფორმაცია: ა) ჯგუფის აღწერა, რომლის უზრუნველსაყოფადაც რეგისტრირდება საპენსიო სქემა; ბ) საპენსიო კომპანიის მიერ ჯგუფური საპენსიო სქემის რეგისტრაციის შემთხვევაში − მისი სადამფუძნებლო დოკუმენტაცია; |
ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ article 22 გ) აქტივების მმართველი კომპანიის, მზღვეველის ან საპენსიო კომპანიის შესაბამისი ლიცენზია; დ) ჯგუფური საპენსიო სქემის განმახორციელებელ საპენსიო კომპანიასთან, შესაბამის აქტივების მმართველსა და მზღვეველთან მჭიდრო კავშირში მყოფი ყველა პირის სია და მათი კავშირების ხასიათი; ე) საპენსიო სქემის წესები, მათ შორის, ისეთი ჯგუფური საპენსიო სქემის შემთხვევაში, რომლის ფარგლებშიც დამსაქმებელი ახორციელებს საპენსიო შენატანებს, დამსაქმებლისა და დასაქმებულის მიერ საპენსიო შენატანების გადახდის მარეგულირებელი წესები (მათ შორის, საპენსიო შენატანების ფორმა ხელფასის პროცენტის თუ ნომინალური თანხის სახით, გადახდის პერიოდულობა, საპენსიო აქტივებზე უპირობო უფლებების მინიჭების წესები, პირად საპენსიო ანგარიშებთან, მონაწილეების/ბენეფიციარების განცხადებებსა და პენსიების გადახდასთან დაკავშირებული წესები და სხვა); ვ) ერთობლივი ხელშეკრულებები, საჭიროების შემთხვევაში; ზ) აქტივების მმართველ კომპანიასთან, მზღვეველსა და სპეციალიზებულ დეპოზიტართან გაფორმებული ხელშეკრულებები; თ) ჯგუფური საპენსიო სქემის მონაწილეებთან გასაფორმებელი სტანდარტული ხელშეკრულებისა და სხვა დოკუმენტების ნიმუშები; |
ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ article 22 ი) საპენსიო სქემის სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 4. სამსახური ვალდებულია შესაბამისი განაცხადის მიღებიდან 30 სამუშაო დღის ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება რეგისტრაციის თაობაზე ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში სამსახური განმცხადებელს დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს დასაბუთებულ უარს. 5. სამსახურს უფლება აქვს, განმცხადებელს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაციის ან დოკუმენტაციის წარდგენა. ამ შემთხვევაში მოქმედებს ამ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადების ათვლის წესი. 6. სამსახურს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში გამოიკვლიოს რეგისტრაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი. |