Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ article 413 კომისიისთვის ინფორმაციის/მტკიცებულების წარუდგენლობა. 1. ამ კანონის 412 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე კომისიის მოთხოვნის შესაბამისად ინფორმაციის/მტკიცებულების დადგენილ ვადაში წარუდგენლობის, არასწორად ან არასრულყოფილად წარდგენის თითოეულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი, გარდა მომხმარებლისა (მომჩივნისა), შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დააჯარიმოს 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო იმავე ინფორმაციის/მტკიცებულების მიმართ დარღვევის განმეორებით ან მრავალჯერადად ჩადენის შემთხვევაში − 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ფაქტზე. 2. კომისია დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კოლეგიურად. კომისიის გადაწყვეტილებას ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე. 3. ფულადი ჯარიმების დაკისრების შესახებ კომისიის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაშია მისი გაცნობისთანავე. ფულადი ჯარიმა გადახდილი უნდა იქნეს დაჯარიმების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მხარისთვის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. |
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ article 413 4. კომისია უფლებამოსილია დაკისრებული ჯარიმის აღსრულება უზრუნველყოს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული გასაჩივრების ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ, რისთვისაც კომისია გასცემს სააღსრულებო ფურცელს. ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ კომისიის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ აღსრულდება, თუ იგი აღსასრულებლად მიქცეული არ იყო გამოცემიდან 6 თვის ვადაში. ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ კომისიის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებისას კრედიტორი არის სახელმწიფო. ფულადი ჯარიმის თანხა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მიიმართება. 5. თუ შესაბამისი პირისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ჩაბარება ვერ ხერხდება, კომისიას უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება მისი საჯაროდ გავრცელების შესახებ. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჯაროდ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით. საჯარო შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება მისი საჯაროდ გავრცელებიდან მე-15 სამუშაო დღეს. |