FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საერთაშორისო დაცვის შესახებ

article  52

საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის გაუქმების ან ჩამორთმევის საფუძვლები.
1. საერთაშორისო დაცვის მქონე პირს მინიჭებული სტატუსი გაუუქმდება, თუ ცნობილი გახდა, რომ ის არ აკმაყოფილებდა ამ კანონის მე-15, მე-19 ან 21-ე მუხლის მოთხოვნებს, ან მან არასწორი ინფორმაცია და ყალბი დოკუმენტაცია წარმოადგინა, კერძოდ:
    ა) პირმა არსებითი ფაქტობრივი გარემოებები არასწორად წარმოაჩინა ან დამალა;
    ბ) გამოიკვეთა ახალი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს, რომ პირზე არ უნდა გავრცელებულიყო საერთაშორისო დაცვა;
    გ) იგი სხვა ბინადრობის ქვეყნის უფლებამოსილი უწყების მიერ აღიარებული იყო ისეთი უფლება-მოვალეობების მქონედ, რომლებიც აქვთ ამ ქვეყნის მოქალაქეებს, და, შესაბამისად, არ საჭიროებდა საერთაშორისო დაცვას;
    დ) იგი არ საჭიროებდა საერთაშორისო დაცვას, ან არსებობდა საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მან ჩაიდინა ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული ქმედება.
2. საერთაშორისო დაცვის მქონე პირს მინიჭებული სტატუსი ჩამოერთმევა, თუ საერთაშორისო დაცვის მიღების შემდეგ იგი მსჯავრდებულ იქნა საქართველოში მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, საფრთხეს უქმნის საზოგადოებას, ან არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობას, საზოგადოებრივ წესრიგს.
საერთაშორისო დაცვის შესახებ

article  52

3. საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის გაუქმება ან ჩამორთმევა მასზე გაცემული ბინადრობის მოწმობისა და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის/სამგზავრო პასპორტის გაუქმების საფუძველია.