FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

საზღვაო კოდექსი

article  304

1. გემის მესაკუთრემ, რომელსაც ტანკერით გადააქვს 2000 ტონაზე მეტი ნავთობი, დაბინძურებით მიყენებული ზიანისათვის თავისი პასუხისმგებლობა უნდა უზრუნველყოს დაზღვევით, საბანკო ან სხვა გარანტიით.
11. საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემი, რომლის საერთო ტევადობა 1 000 რეგისტრულ ტონას აღემატება, ვალდებულია საბუნკერო საწვავით დაბინძურებით გამოწვეული ზიანისთვის პასუხისმგებლობის დაზღვევის უზრუნველსაყოფად იქონიოს შესაბამისი დაზღვევა ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომელსაც გემთმფლობელი წარუდგენს სააგენტოს. გემთმფლობელის პასუხისმგებლობის საზღვრები დგინდება ამ კოდექსის 340-ე მუხლის შესაბამისად. 1-1 ნაწილით გათვალისწინებული შესაბამისი დაზღვევის ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის სააგენტოსთვის წარდგენისა და მისი ოდენობის განსაზღვრისთვის გამოიყენება „საბუნკერო საწვავით დაბინძურების შედეგად გამოწვეული ზარალის გამო წარმოშობილი სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის მე-7 მუხლით დადგენილი წესი.
საზღვაო კოდექსი

article  304

2. ნავთობით დაბინძურების გამო ზიანის ანაზღაურებაზე სარჩელი შეიძლება წაუყენონ უშუალოდ გემთმფლობელის პასუხისმგებლობის მქონე მზღვეველს ან სხვა პირს, რომელიც უზრუნველყოფს გემთმფლობელის პასუხისმგებლობას. პირს, რომელსაც ასეთი სარჩელი წაუყენეს, ამ კოდექსის 302-ე და 303-ე მუხლებიდან გამომდინარე, უფლება აქვს შეზღუდოს თავისი პასუხისმგებლობა და შექმნას ფონდი, რომელიც თანხით თვით პასუხისმგებლობის ზღვრის ტოლია იმ შემთხვევაშიც კი, როცა გემის მესაკუთრის პასუხისმგებლობა, კოდექსის 337-ე მუხლიდან გამომდინარე, არ შეიძლება იყოს შეზღუდული. ასეთი სარჩელის შემთხვევაში მოპასუხეს უფლება აქვს შეედავოს დაზარალებულს იმ მოთხოვნებზე, რომლებსაც შეიძლება დაყრდნობოდა თვით გემის მესაკუთრე, გარდა გემთმფლობელის გადამხდელუუნარობისა და მისი საწარმოს ლიკვიდაციაზე დაყრდნობისა. მოპასუხე პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება, აგრეთვე, თუ დაამტკიცებს, რომ ნავთობით ზღვის დაბინძურებისაგან მიყენებული ზიანი თვით გემის ეკიპაჟის შეგნებული ქმედების შედეგია. მოპასუხის მოთხოვნით გემის მესაკუთრე საქმის განხილვისას უნდა წარსდგეს, როგორც თანამოპასუხე.
3. სარჩელი ზიანის ანაზღაურებაზე, თუ ის არ იყო მიყენებული განზრახ ქმედებით ან უმოქმედობით ან უხეში გაუფრთხილებლობით, არ შეიძლება წაეყენოს:
საზღვაო კოდექსი

article  304

ა) მომსახურეებს და/ან მესაკუთრის აგენტებს ან ეკიპაჟის წევრებს;
    ბ) გემზე სამუშაოს შემსრულებელ ნებისმიერ პირს, რომელიც არ არის ეკიპაჟის წევრი;
    გ) დამფრახტველს, მათ შორის ბერბოუტ-ჩარტერით დამფრახტველს და გემის მმართველს, მათ მომსახურეებს და აგენტებს;
    დ) მაშველებს, მათ მომსახურეებს და აგენტებს, რომელთაც განახორციელეს სამაშველო სამუშაოები მესაკუთრის თანხმობით ან საზღვაო ხელისუფლების მითითებით.
4. მესაკუთრის უფლება რეგრესზე არ იზღუდება.