Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 110 საჰაერო ხომალდზე ქცევის წესების დარღვევა. საჰაერო ხომალდზე მყოფ პირთა მიერ ხომალდის მეთაურის განკარგულების შეუსრულებლობა, – გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთიდან ორ მინიმალურ ოდენობამდე. საჰაერო ხომალდიდან ფოტოგრაფირების, კინოგადაღების წესებისა და რადიოკავშირის საშუალებებით სარგებლობის წესების დარღვევა, – გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე, ფირის კონფისკაციით. 1. სამოქალაქო ავიაციის დარგში მოქმედი ნორმატიული აქტების დარღვევა – გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. 2. სამოქალაქო ავიაციის დარგში მოქმედი ნორმატიული აქტების დარღვევა, რომელმაც საფრთხე შეუქმნა ან შეეძლო შეექმნა ფრენის უსაფრთხოებისათვის ან/და საავიაციო უშიშროებისათვის, − გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მეორედ ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 4. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მეორედ ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 50 000 ლარის ოდენობით. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 110 5. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 6. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 000 ლარის ოდენობით. |