Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს სარკინიგზო კოდექსი article 433 საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების შინაარსი. საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულება უნდა განსაზღვრავდეს: ა) საზოგადოებრივი მომსახურების სარკინიგზო ოპერატორის მიერ შესასრულებელ საზოგადოებრივი მომსახურების ვალდებულებას და საზოგადოებრივი მომსახურების ვალდებულების შესრულების გეოგრაფიულ არეალს; ბ) ობიექტურად და გამჭვირვალედ: ბ.ა) კომპეტენტური ორგანოს მიერ საზოგადოებრივი მომსახურების სარკინიგზო ოპერატორისთვის საზოგადოებრივი მომსახურების კომპენსაციის გადახდის პირობებს; ბ.ბ) საზოგადოებრივი მომსახურების სარკინიგზო ოპერატორისთვის მინიჭებული ექსკლუზიური უფლების შინაარსსა და ფარგლებს (არსებობის შემთხვევაში); გ) საზოგადოებრივი მომსახურების სარკინიგზო ოპერატორის მიერ საზოგადოებრივი სარკინიგზო სატრანსპორტო მომსახურების გაწევის ხარჯებს და მათ განაწილებას. ეს ხარჯები შეიძლება მოიცავდეს ადამიანურ რესურსებთან, ელექტროენერგიასა და სარკინიგზო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ ხარჯებს, სარკინიგზო შემადგენლობის მოვლა-შენახვისა და შეკეთების და საჭირო სამონტაჟო სამუშაოების ჩატარების ხარჯებს, რომლებიც აუცილებელია სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებით/საშუალებებით მგზავრთა გადაყვანის მიზნით საზოგადოებრივი მომსახურების ვალდებულების შესასრულებლად, აგრეთვე ფიქსირებულ ხარჯებს და შესაბამის გონივრულ მოგებას; |
საქართველოს სარკინიგზო კოდექსი article 433 დ) ბილეთის საფასურს ან/და ბილეთის საფასურის განსაზღვრის წესსა და პირობებს; ე) ბილეთების გაყიდვით მიღებული შემოსავლების განაწილების წესს, რომლებიც შესაძლებელია საზოგადოებრივი მომსახურების სარკინიგზო ოპერატორს დარჩეს, კომპეტენტურ ორგანოს გადაეცეს ან მათ შორის განაწილდეს; ვ) ამ ხელშეკრულების მოქმედების ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 15 წელს, გარდა საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ზ) სხვა პირობებსა და დებულებებს. |