Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი article 2140 უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის გადაწყვეტის წესი. 1. მოსამართლე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობის წარდგენიდან 30 დღის განმავლობაში განიხილავს მას და გამოსცემს ბრძანებას უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე ან იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. 2. მოსამართლე უფლებამოსილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობა განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე, რის თაობაზედაც შუამდგომლობის მიღებიდან არაუგვიანეს 48 საათისა ატყობინებს შუამდგომლობის წარმდგენ ორგანოს და იმ უცხოელს, რომლის გაძევებასაც ითხოვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო, და უცხოელს უგზავნის შესაბამის საქმის მასალებს. თუ მოსამართლე დაასკვნის, რომ აუცილებელია შუამდგომლობაში მითითებული გარემოებების გამოკვლევა, იგი უფლებამოსილია შუამდგომლობა განიხილოს ზეპირი მოსმენით. უცხოელს უფლება აქვს, მისთვის საქართველოდან გაძევების თაობაზე შეტყობინებიდან და საქმის მასალების გადაცემიდან 72 საათის განმავლობაში წერილობით წარუდგინოს სასამართლოს თავისი მოსაზრებები. |
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი article 2140 3. მოსამართლე უფლებამოსილია შუამდგომლობის დასაბუთებულობის შესამოწმებლად გამოიძახოს და დაკითხოს პირი, შუამდგომლობის წარმდგენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოსა და უცხოელს მიმართოს წინადადებით, წარმოადგინონ საჭირო დოკუმენტები და მტკიცებულებანი. 4. უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე მოსამართლის ბრძანებაში აღინიშნება: ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) მოსამართლის გვარი; გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო, რომელმაც შუამდგომლობით მიმართა მოსამართლეს; დ) განკარგულება უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ და გასაძევებელი უცხოელის ვინაობა; ე) უცხოელის საქართველოდან გაძევების სამართლებრივი საფუძველი; ვ) ვადა, რომლის განმავლობაშიც უცხოელმა ნებაყოფლობით უნდა დატოვოს საქართველო; ზ) ორგანო, რომელიც უფლებამოსილია აღასრულოს ბრძანება, თუ უცხოელი ნებაყოფლობით არ დატოვებს საქართველოს; თ) სახელმწიფო, სადაც უნდა მოხდეს უცხოელის გაძევება; ი) ბრძანების გასაჩივრების წესი; კ) მოსამართლის ხელმოწერა და ბეჭედი. 5. უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე მოსამართლის ბრძანება ძალაში შედის ბრძანების გასაჩივრების ვადის ამოწურვის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარე წერილობით დაადასტურებს, რომ არ ასაჩივრებს მოსამართლის ბრძანებას. |
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი article 2140 6. უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე მოსამართლის ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში ამ თავით დადგენილი წესით. მოსამართლის ბრძანების გასაჩივრება იწვევს მისი მოქმედების შეჩერებას. |