Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
აკვაკულტურის შესახებ article 40 გარდამავალი დებულებები. 1. საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 1 მარტამდე დაამტკიცოს: ა) აკვაკულტურის ტექნიკური რეგლამენტი; ბ) აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესი და სანებართვო პირობები; გ) (ამოღებულია - 01.02.2022, №1356); დ) (ამოღებულია - 01.02.2022, №1356); ე) აკვაკულტურის უწყებათაშორისი საბჭოს შემადგენლობა, მუშაობის ორგანიზება და საქმიანობის წესი. 11. საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 31 დეკემბრამდე დაამტკიცოს: ა) საზღვაო წყლებში აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონა/ზონები; ბ) აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონის მართვის გეგმა. 2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2021 წლის 1 მარტამდე გამოსცეს ბრძანებები: ა) აკვაკულტურის მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე; ბ) უცხო სახეობის შემოყვანის წესისა და პირობების შესახებ; გ) აკვაკულტურის კვლევაზე თანხმობის გაცემის წესის განსაზღვრის შესახებ; დ) საქართველოში წარმოებული აკვაკულტურის ობიექტის აკვაკულტურისადმი კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმისა და გაცემის წესის განსაზღვრის შესახებ. |
აკვაკულტურის შესახებ article 40 3. ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული თევზჭერის ლიცენზიები, რომლებიც ითვალისწინებს საქართველოს შიდა წყლების − წყალსატევების დათევზიანებას, ინარჩუნებს იურიდიულ ძალას მოქმედების ვადის გასვლამდე ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაუქმებამდე. ამ ლიცენზიების მოქმედების ვადის გასვლის ან მათი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაუქმების შემთხვევაში ექსტენსიური აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად ამ კანონით დადგენილი წესით გაიცემა ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვა. 4. იმ პირებს, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე ახორციელებდნენ ამავე კანონით მოწესრიგებულ აკვაკულტურის საქმიანობას, უფლება აქვთ, გააგრძელონ ეს საქმიანობა. აღნიშნული პირები ვალდებული არიან ამ კანონის ამოქმედებიდან 2 წლის ვადაში უზრუნველყონ აკვაკულტურის ნებართვის მიღება. 5. საქართველოს ტერიტორიული წყლების (ტერიტორიული ზღვის) და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის სივრცითი დაგეგმვის განსაზღვრამდე საზღვაო წყლებში აკვაკულტურის ნებართვა გაიცემა ამ კანონის შესაბამისად შექმნილი აკვაკულტურის უწყებათაშორისი საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონის ფარგლებში. |