FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ

article  3

ტერმინთა განმარტება. ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
    ა) წყალმომხმარებელთა ორგანიზაცია – „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონის შესაბამისად შექმნილი, წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი;
    ბ) სხვა წყალმომხმარებელი − წყალმომხმარებელი, რომელიც წყალს პირველადი წყალმოსარგებლისგან საირიგაციო სისტემის მეშვეობით იღებს და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრი არ არის; ბ-1) პროფილური წყალმომხმარებელი − წყალმომხმარებელთა ორგანიზაცია ან სხვა წყალმომხმარებელი, რომელიც წყალს საირიგაციო მიზნით მოიხმარს;
    გ) საირიგაციო ინფრასტრუქტურა – საირიგაციო დანიშნულების ნაგებობები: კაშხლები, წყალსაცავები, სათავე ნაგებობები, მაგისტრალური,  მეორე რიგისა და მესამე რიგის არხები და მილსადენები, აგრეთვე მათზე არსებული ჰიდრონაგებობები (წყალსაშვები, აკვედუკი, დიუკერი, გვირაბი, ხიდი, მილხიდი, გადამღობი და მარეგულირებელი ფარები), სატუმბავი სადგური, ჭები, ჭაბურღილები, მისასვლელი და საექსპლუატაციო გზები;
    დ) საირიგაციო სისტემა − საირიგაციო ინფრასტრუქტურის ურთიერთდაკავშირებული ნაგებობების კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს წყლის კვების წყაროდან აღებას (წყალაღებას), ტრანსპორტირებასა და საირიგაციო ან/და სხვა მიზნით მიწოდებას;
წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ

article  3

ე) ძირითადი/მაგისტრალური საირიგაციო ინფრასტრუქტურა – მსხვილი საირიგაციო სისტემის ნაწილი (ურთიერთდაკავშირებული  კაშხალი, წყალსაცავი  ან/და  სათავე  ნაგებობა, აგრეთვე მაგისტრალური არხი სხვა ნაგებობებით), რომელიც უზრუნველყოფს ამავე სისტემის მეორე რიგის/მესამე რიგის არხისთვის წყლის მიწოდებას;
    ვ) ეროვნული კომისია – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია;
    ზ) მომსახურების ხელშეკრულება − წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით წყალმომხმარებელთა ორგანიზაციასა/სხვა წყალმომხმარებელსა და პირველად წყალმოსარგებლეს შორის გაფორმებული ხელშეკრულება;
    თ) მიწოდების წერტილი – მომსახურების ხელშეკრულებით განსაზღვრული ადგილი (ადგილები), სადაც პირველადი წყალმოსარგებლე განსაზღვრული რაოდენობის წყლის მიწოდებას განახორციელებს;
    ი) ჰიდროტექნიკური ერთეული − საირიგაციო სისტემა ან/და საძოვრების გაწყლოვანების სისტემა, რომელსაც შეუძლია მიიღოს წყალი ერთი წერტილიდან, მეორე რიგის/მესამე რიგის გამანაწილებელი არხიდან ან/და ლოკალური სარწყავი სისტემიდან;
    კ) პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფი − პირველადი წყალმოსარგებლის მიერ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისთვის წყლის საბითუმო მიწოდების საფასური, აგრეთვე სხვა წყალმომხმარებლისთვის წყლის საცალო მიწოდების საფასური;
წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ

article  3

ლ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორია −  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) მიერ განსაზღვრული ტერიტორია, რომელიც მოიცავს 1 ჰიდროტექნიკურ ერთეულს მაინც და რომელზედაც შეიქმნა წყალმომხმარებელთა ორგანიზაცია;
    მ) დამოუკიდებელი წყალმოსარგებლე − ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელიც დამოუკიდებლად იღებს წყალს იმ წყლის წყაროდან (მდინარე, ტბა, ტბორი, ჭაბურღილი და სხვა), რომელიც ამ კანონით არ რეგულირდება;
    ნ) წყლის მიწოდება − წყლის საირიგაციო სისტემის მეშვეობით  მიწოდება.