FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 5

სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ

article  2

კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
    ა) შიდა აუდიტის სუბიექტი – დაწესებულების სტრუქტურული ქვედანაყოფი (ერთეული) ან დაწესებულებისადმი დაქვემდებარებული ერთეული , რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს შიდა აუდიტი ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად;
    ბ) შიდა აუდიტორი – შიდა აუდიტის სუბიექტის თანამშრომელი, რომელიც ახორციელებს შიდა აუდიტს ამ კანონით დადგენილი წესით;
    გ) შიდა აუდიტის ობიექტი − დაწესებულება ან/და დაწესებულების სისტემა ან/და დაწესებულების სტრუქტურული ქვედანაყოფი/ ქვედანაყოფები (ერთეული/ერთეულები) ან/და დაწესებულებისადმი დაქვემდებარებული ერთეული/ერთეულები, რომელშიც/რომლებშიც შიდა აუდიტი ხორციელდება;
    დ) დაწესებულება − ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულება;
    ე) შიდა კონტროლის სისტემა – დაწესებულების მენეჯერული, ფინანსური და სხვა სახის კონტროლის მექანიზმების სისტემა, რომელიც მოიცავს ორგანიზაციულ სტრუქტურას, მეთოდებს, პროცედურებს, აგრეთვე შიდა აუდიტის ფუნქციას, რომელიც ყალიბდება, რათა დაეხმაროს დაწესებულებას, მიაღწიოს თავის მიზნებს და კანონიერად, გამჭვირვალედ, ეკონომიურად, ეფექტიანად და პროდუქტიულად წარმართოს თავისი საქმიანობა, და რომლის ჩამოყალიბებისათვის პასუხისმგებელი არიან დაწესებულების ხელმძღვანელები;
სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ

article  2

ვ) ფინანსური მართვა და კონტროლი – შიდა კონტროლის სისტემის ნაწილი, რომელსაც ნერგავენ და ახორციელებენ დაწესებულების ხელმძღვანელები, რაც უზრუნველყოფს დაწესებულების მიზნების მიღწევისას სახსრების კანონიერ, გამჭვირვალე, ეკონომიურ, ეფექტიან და პროდუქტიულ გამოყენებას;
    ზ) შიდა აუდიტი – დაწესებულების საქმიანობის გაუმჯობესებისკენ, მისი მიზნების მიღწევის უზრუნველყოფისა და მისი ამოცანების სრულყოფილად შესრულებისკენ მიმართული დამოუკიდებელი, ობიექტური, მარწმუნებელი და საკონსულტაციო საქმიანობა, რომელიც სისტემატიზებული, დისციპლინებული და ორგანიზებული მიდგომით აფასებს და აუმჯობესებს რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესის ეფექტიანობას; ზ-1) მარწმუნებელი საქმიანობა − დამოუკიდებელი შეფასების მომზადების მიზნით დაწესებულების მმართველობის, რისკის მართვისა და კონტროლის პროცესების აუდიტორული მტკიცებულებების ობიექტური ანალიზის განხორციელება;
სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ

article  2

ზ-2) საკონსულტაციო საქმიანობა − კონსულტაციის ობიექტისთვის რჩევის ან რეკომენდაციის მიცემა ან მისი მხარდამჭერი სხვა, მსგავსი მომსახურების გაწევა, მათ შორის, ტრენინგის ჩატარება ან/და ფასილიტაციის გაწევა, რომლის შინაარსი და მასშტაბი თანხმდება აღნიშნულ ობიექტთან და რომელიც მიზნად ისახავს დაწესებულების მმართველობის, რისკის მართვისა და კონტროლის პროცესების გაუმჯობესებას შიდა აუდიტორის მიერ მენეჯერული პასუხისმგებლობის აღების გარეშე;
    თ) შიდა აუდიტორული შემოწმება − სარეკომენდაციო შემოწმება, რომელიც მოიცავს შიდა აუდიტის ობიექტში განსახორციელებელი ქმედებების, დავალებებისა და პროცესების ერთობლიობას;
    ი) ჰარმონიზაციის ცენტრი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც ხელს უწყობს და უზრუნველყოფს დაწესებულებებში სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის დანერგვას, განვითარებასა და ფუნქციურ სრულყოფას და ამ საკითხების კოორდინაციას;
    კ) სისტემური აუდიტი − ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;
    ლ) შესაბამისობის აუდიტი – დაწესებულების საქმიანობის პოლიტიკასთან, გეგმებთან, პროცედურებთან, კანონებსა და სხვა მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის შემოწმება და შეფასება;
სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ

article  2

მ) ეფექტიანობის აუდიტი – შიდა აუდიტის ობიექტის მიერ განხორციელებული ღონისძიებების, ოპერაციების, პროგრამების, დაწესებულების ორგანიზაციული მოწყობისა და სისტემების ობიექტური და საიმედო შეფასება მათი ეკონომიურობის, პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის პრინციპებთან შესაბამისობის დადგენისა და გაუმჯობესების პოტენციალის გამოვლენის მიზნით;
    ნ) ფინანსური აუდიტი – შიდა აუდიტის ობიექტის ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შემოწმება საქართველოს კანონმდებლობასთან და სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით;
    ო) ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი − ინფორმაციული ტექნოლოგიების ადეკვატურობისა და სისტემის უსაფრთხოების დაცულობის შემოწმება და შეფასება სისტემის კონფიდენციალურობის, მთლიანობის და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით;
    პ) შიდა აუდიტორული ანგარიში – შიდა აუდიტის განხორციელების შედეგად შიდა აუდიტორის მიერ შედგენილი ანგარიში, რომელიც ასახავს შიდა აუდიტის შედეგებს, შიდა აუდიტის განხორციელების პროცესსა და მიგნებებს, მათ ანალიზს და მათ საფუძველზე შემუშავებულ რეკომენდაციებს, აგრეთვე შიდა აუდიტის ობიექტის არგუმენტაციას (ასეთი არგუმენტაციის არსებობის შემთხვევაში);
სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ

article  2

ჟ) შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი – პრინციპები, რომლებიც ვრცელდება შიდა აუდიტორებზე და მოიცავს მათი ქცევის ძირითად წესებს;
    რ) შიდა აუდიტის სტანდარტები – შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის (IIA) მიერ შემუშავებული შიდა აუდიტის სტანდარტები;
    ს) შიდა კონტროლის საერთაშორისო სტანდარტები − უმაღლესი აუდიტორული ორგანოების საერთაშორისო ორგანიზაციის (INTOSAI) „საჯარო სექტორში შიდა კონტროლის სტანდარტების სახელმძღვანელო“;
    ტ) რისკი − ალბათობა ისეთი მოვლენის მოხდენისა, რომელმაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს დაწესებულების მიზნების მიღწევასა და ამოცანების შესრულებაზე;
    უ) ეკონომიურობა – რესურსების ღირებულების მინიმუმამდე შემცირება მისაღები ხარისხის პირობებში, რაც გულისხმობს შესაბამისი ხარისხისა და რაოდენობის საჭირო რესურსების დროულად და საუკეთესო ფასად შეძენას;
    ფ) ეფექტიანობა – დაგეგმილი შედეგებისა და დასახული მიზნების მიღწევის შეფასება, რაც გულისხმობს მიღწეული მიზნებისა და შედეგების განხორციელებულ ღონისძიებებთან კავშირს;
    ქ) პროდუქტიულობა – არსებული რესურსებით მაქსიმალური შედეგის მიღწევა, რაც გულისხმობს, შესაბამისი ხარისხის, რაოდენობისა და დროულობის გათვალისწინებით, გამოყენებულ რესურსებსა და საბოლოო პროდუქტს შორის თანაფარდობას.