Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი article 218 კოდექსის ამოქმედებასათან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხები. 1. ამ კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 1999 წლის 15 ნოემბრამდე მოამზადოს შესაბამის საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების პროექტები. 2. არ შეიძლება ამ კოდექსის ამოქმედებამდე გამოცემული ან დადასტურებული აღმჭურველი ადმინისტრაციული აქტის ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადება, თუ პირმა განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის რაიმე ქმედება ამ აქტის საფუძველზე, გარდა ამ კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება ისეთ აღმჭურველ ადმინისტრაციულ აქტებზე, რომლებიც ეხება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII-2 თავით გათვალისწინებული თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან დაკავშირებული პირის უკანონო და დაუსაბუთებელ ქონებას და მიღებულია (გამოცემულია) კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით. 4. 2013 წლის 1 სექტემბრამდე შესაბამისმა ორგანოებმა (თანამდებობის პირებმა) უზრუნველყონ ამ კოდექსის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 37-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება (გამოცემა). |