Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს საგადასახადო კოდექსი article 953 ფიქსირებული გადასახადის განაკვეთი. 1. ფიქსირებული გადასახადის განაკვეთი საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საქმიანობის სახეების მიხედვით შეიძლება იყოს: ა) დაბეგვრის ობიექტზე − 1 ლარიდან 2000 ლარის ფარგლებში; ბ) დასაბეგრი საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის 3 პროცენტი. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფიქსირებული გადასახადის განაკვეთს საქმიანობის სახეების მიხედვით განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა აღნიშნული ქვეპუნქტით დადგენილი ოდენობის ფარგლებში. ამასთანავე, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი ერთი და იმავე საქმიანობის სახისათვის მუნიციპალიტეტების მიხედვით განსაზღვროს განსხვავებული ფიქსირებული გადასახადის განაკვეთი. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმიანობის ადგილის მიხედვით გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის პირობებს და სახეებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. |