Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
პროკურატურის შესახებ article 13 რაიონული პროკურატურები. 1. რაიონული პროკურატურები არის პროკურატურის ორგანოები, რომლებსაც ხელმძღვანელობენ რაიონული პროკურორები. 2. რაიონულ პროკურორებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი. 3. რაიონულ პროკურორებს ჰყავთ მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი. 4. რაიონული პროკურატურის თანამშრომლებს: უფროს პროკურორებს, პროკურორებს, პროკურატურის პროფესიულ საჯარო მოხელეებს, სტაჟიორებს, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი. 5. რაიონული პროკურორები კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემენ ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა დაქვემდებარებული პროკურატურის თანამშრომლებისათვის. 6. რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიებს განსაზღვრავს გენერალური პროკურორი. |