Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 69 საინვესტიციო ფონდის ერთეულების გამოშვების, განთავსებისა და გამოსყიდვის ფასების გამოქვეყნების ვალდებულება. ამ კანონის საფუძველზე ავტორიზებულმა/აღიარებულმა საინვესტიციო კომპანიამ ან ავტორიზებული/აღიარებული ერთობლივი საინვესტიციო ფონდის აქტივების მმართველმა კომპანიამ საინვესტიციო ფონდის ერთეულის (ერთეულების) ყოველი გამოშვებისას, განთავსებისას ან გამოსყიდვისას უნდა გამოაქვეყნოს მისი (მათი) გამოშვების, განთავსებისა და გამოსყიდვის ფასები. ღია საინვესტიციო ფონდის შემთხვევაში ასეთი ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს სულ მცირე ყოველ 2 კვირაში ერთხელ. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია ეს პერიოდულობა 1 თვემდე გაზარდოს, თუ ამით არ დაზარალდება ერთეულის მფლობელთა ინტერესები. |