Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
ნავთობისა და გაზის შესახებ article 258 გ) არ ასრულებს სააგენტოს სამართლებრივ აქტებს; დ) არ ასრულებს ამ კანონის ან საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. 5. საქმიანობის ლიცენზიის მფლობელს წერილობითი შეტყობინება ეგზავნება საკითხის განხილვამდე 30 დღით ადრე. მასში მითითებული უნდა იყოს: ა) საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ან შეწყვეტის მიზეზი; ბ) საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის მოქმედების ან უმოქმედობის დეტალური აღწერა, რომელიც საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძველია; გ) საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის შემდგომი ქმედება, რომელიც საჭიროა საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ან შეწყვეტის მიზეზის გამოსასწორებლად ან აღმოსაფხვრელად. 6. საქმიანობის ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს დაესწროს სააგენტოს მიერ ლიცენზიის მოქმედების შეწყვეტის საკითხის განხილვას და დაიცვას თავისი უფლებები. 7. საქმიანობის ლიცენზიის მფლობელისათვის ლიცენზიის მოქმედების შეწყვეტის საკითხის განხილვიდან 10 დღის განმავლობაში სააგენტო იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. საქმიანობის ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს სააგენტოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოში. |
ნავთობისა და გაზის შესახებ article 258 საქმიანობის ან საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების შეჩერება და შეწყვეტა. 1. საქმიანობის ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს შეაჩეროს ან შეწყვიტოს საქმიანობა ამ კანონის შესაბამისად, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ექვსი თვით ადრე წერილობით შეატყობინოს სააგენტოს საქმიანობის შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ. 2. ავარიის შემთხვევაში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელმა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს საქმიანობა, გამოასწოროს ავარიის შედეგები, დროულად და ეფექტიანად აღმოფხვრას ავარიით მიყენებული ზიანი, საქმიანობის ლიცენზიისა და სააგენტოს ნორმატიული აქტების შესაბამისად დაუყოვნებლივ შეატყობინოს სააგენტოს ასეთი შემთხვევის შესახებ და წარუდგინოს დეტალური ანგარიში. 3. სააგენტო უფლებამოსილია შეწყვიტოს საქმიანობის ლიცენზიის მოქმედება საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, ამ კანონის შესაბამისად, მხოლოდ საქმიანობის ლიცენზიის მფლობელისათვის წინასწარი წერილობითი შეტყობინებისა და საქმესთან დაკავშირებული ფაქტების განხილვის საფუძველზე. 4. სააგენტოს უფლება აქვს საქმიანობის ლიცენზიის მფლობელს შეუწყვიტოს საქმიანობის ლიცენზიის მოქმედება, თუ იგი: ა) არ ასრულებს საქმიანობის ლიცენზიის რომელიმე პირობას; ბ) არ იცავს ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების ხარისხის სტანდარტებს; |
ნავთობისა და გაზის შესახებ article 258 8. საქმიანობის ან საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ან შეწყვეტის პერიოდში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი საკუთარი სახსრებით უზრუნველყოფს ქარხნის ან სატრანსპორტო საშუალების ეფექტიან, უსაფრთხო და ოპერატიულ დახურვას. საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი პასუხისმგებელია ქარხნის ან სატრანსპორტო საშუალების დახურვისა და მიტოვებისათვის, რომელიც მოიცავს ნებისმიერი მოძრავი ქონების აღებას, საქმიანობის ფართობის აღდგენასა და დამუშავებას საკუთარი სახსრებით. 9. ნებისმიერ დროს, მათ შორის, საქმიანობის ან საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების შეწყვეტის პერიოდში, საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი ინარჩუნებს მისთვის საქმიანობის ლიცენზიით, საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, სააგენტოს ნორმატიული აქტებით, დაკისრებულ ვალდებულებებს (მათ შორის, გარემოს დაცვისა და დაზიანებული მიწის აღდგენის ვალდებულებებს), ფინანსურად აგებს პასუხს ზიანისთვის (ადამიანთა სხეულის დაზიანება, დაავადება, სიკვდილი, ქონებრივი ზიანი, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება და სხვა), რომელიც გამოწვეულია საქმიანობის ლიცენზიით განსაზღვრულ საქმიანობასთან დაკავშირებული მოქმედებით ან უმოქმედობით. |
ნავთობისა და გაზის შესახებ article 258 10. ამ მუხლის მე-8 პუნქტში განსაზღვრულ ფინანსურ ვალდებულებათა შესაბამისად, საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია სააგენტოსთან ერთად შექმნილ სალიკვიდაციო ფონდში წინასწარ გადარიცხოს აღდგენითი სამუშაოების ღირებულების დასაფარავად საკმარისი თანხა ან სააგენტოს წარუდგინოს აკრედიტივი ამ თანხის გადახდის შესახებ. |