FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

article  105

უზრუნველყოფილი კრედიტორების დაკმაყოფილების წესი.
1. პირველი რიგის უზრუნველყოფილი კრედიტორი უფლებამოსილია გაკოტრების მმართველს მიმართოს უზრუნველყოფილი ქონების იპოთეკის/გირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გზით რეალიზაციის მოთხოვნით. გაკოტრების მმართველი უზრუნველყოფს აღნიშნული ქონების რეალიზაციას პირველი რიგის იპოთეკარის/მოგირავნის მოთხოვნის შესაბამისად, გარდა ამ კანონის 102-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. თუ უზრუნველყოფის საგნად გამოყენებული ნივთის რეალიზაციის შემთხვევაში მისი რეალიზაციით ამონაგები თანხა პირველი რიგის კრედიტორის მოთხოვნას აღემატება, ნამეტი თანხით დაკმაყოფილდება ამავე ნივთზე რეგისტრირებული ყოველი მომდევნო რიგის უზრუნველყოფილი კრედიტორის მოთხოვნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით, ხოლო დარჩენილი თანხა გადახდისუუნარობის მასაში მიიმართება.
3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებით დატვირთული ქონების რეალიზაციის შემთხვევაში რეალიზაციით ამონაგები თანხით დაკმაყოფილება უზრუნველყოფის ღონისძიების (მათ შორის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების) რეგისტრაციის რიგითობის შესაბამისად განხორციელდება.
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

article  105

4. იმ უზრუნველყოფილი კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე, რომლის მოთხოვნაც ვერ დაკმაყოფილდა უზრუნველყოფის საგნის ამ მუხლის შესაბამისად რეალიზაციით ამონაგები თანხის არასაკმარისი ოდენობის გამო, მოთხოვნის დაუკმაყოფილებელი ნაწილი აისახება არაუზრუნველყოფილი მოთხოვნების რიგში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 301-ე მუხლის 1-1 ნაწილის შესაბამისად.