Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ article 53 საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და კონტინენტურ შელფზე სამეცნიერო კვლევის შეჩერება ან შეწყვეტა. 1. საქართველოს უფლება აქვს მოითხოვოს თავის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და კონტინენტურ შელფზე სამეცნიერო კვლევის შეჩერება, თუ: ა) კვლევითი საქმიანობა არ ხორციელდება ამ კანონის 50-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის შესაბამისად; ბ) უცხო ქვეყანა ან საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს სამეცნიერო კვლევას, არ იცავს ამ კანონის 51-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. 2. საქართველოს უფლება აქვს მოითხოვოს თავის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და კონტინენტურ შელფზე სამეცნიერო კვლევის შეწყვეტა ამ კანონის 50-ე მუხლის დებულებების ნებისმიერი შეუსრულებლობის შემთხვევაში, თუ ეს კვლევითი პროექტის ან სამეცნიერო საქმიანობის სერიოზული ცვლილებების ტოლფასია. 3. საქართველოს უფლება აქვს მოითხოვოს თავის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და კონტინენტურ შელფზე სამეცნიერო კვლევის შეწყვეტა, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სიტუაცია არ შეიცვლება გარკვეული დროის განმავლობაში. 4. საქართველოს მიერ სამეცნიერო კვლევის შეჩერების და შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების შეტყობინების შემდეგ ის ქვეყანა ან საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს კვლევას, აჩერებს ან წყვეტს კვლევით საქმიანობას. |
საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ article 53 5. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და კონტინენტურ შელფზე სამეცნიერო კვლევის შეჩერების შესახებ დადგენილება უქმდება საქართველოს მიერ და კვლევა შეიძლება გაგრძელდეს, თუ მისი განხორციელების უფლების მქონე ქვეყანა ან საერთაშორისო ორგანიზაცია დააკმაყოფილებს ამ კანონის 50-ე და 51-ე მუხლების მოთხოვნებს. |